როგორ იცვლებოდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე წლების მანძილზე | Allnews.Ge

როგორ იცვლებოდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე წლების მანძილზე

უკვე რამდენიმე წელია, რაც მოსახლეობა ყოველწლიურად სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავს საახალწლოდ მორთულ თბილისს და ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს, 10 დეკემბერს აინთება და ამ პროცესის ნახვა პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

თვალი გადავავლოთ ბოლო წლების მთავარ საახალწლო ნაძვის ხეებს თბილისში.

ყველაზე დიდი კრიტიკა დაატყდა თავს 2020 წლის ნაძვის ხეს, რომელიც თბილისის მერმა კახი კალაძემ 25 დეკემბერს საზეიმოდ აანთო. "ცოცხი", "დიეტური ნაძვის ხე", "გადაყრილი მილიონი", "ჩიჩლაკი" - ამ და უამრავი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეამკეს ნაძვის ხე. თუმცა ნაძვის ხეს კრიტიკოსებთან ერთად დამცველებიც ჰყავდა.

უახლოეს წარსულს თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რვა წლის მანძილზე ერთი და იგივე ნაძვის ხე ინთებოდა. 25 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხეს, მაშინდელი პრეზიდენტი საზეიმოდ ანთებდა, სხვადასხვა ლოკაციაზე, ცნობილი მომღერლების შესრულებით საახალწლო კონცერტი იმართებოდა.

საზეიმოდ ირთვებოდა ასევე წმინდა გიორგის მონუმენტი, რომელიც თავისუფლების მოედანზე დგას და საკონცერტო სივრცე ძირითადად მის გარშემო, ან რიყის პარკში გახლდათ მოწყობილი. ტრადიცია გააგრძელა დავით ნარმანიამაც, ისიც 2015 წლამდე ძველ ნაძვის ხეს ანთებდა.

წარმოგიდგენთ თბილისის მთავარ ნაძვის ხეებს სხვადასხვა წლებში:

2005 - 2012 წლების ნაძვის ხე
წინა წლების ანალოგიური ნაძვის ხე იყო 2013-2014-2015 წლებშიც

2018 წლის მთავარი ნაძვის ხე

2019 წლის მთავარი ნაძვის ხე

2020 წლის მთავარი ნაძვის ხე

2021 წლის საახალწლო ნაძვის ხე, ვანო ჭელიძის ფოტო

ambebi.ge

myquiz