კარანტინის დროს, სარეველების ამოთხრისას, მე-15 საუკუნის განძი იპოვეს - ბრიტანელმა მებაღემ ისტორიული საგანძური აღმოაჩინა | Allnews.Ge

კარანტინის დროს, სარეველების ამოთხრისას, მე-15 საუკუნის განძი იპოვეს - ბრიტანელმა მებაღემ ისტორიული საგანძური აღმოაჩინა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ე.წ. ლოქდაუნის დროს, ჰემფშირში, ბაღში, მებაღემ ოქროს მონეტები იპოვა, რომელთა შორისაც ნაწილი მე-15 საუკუნეში, ნაწილიც მე-16 საუკუნეში უნდა იყოს მოჭრილი.

ექსპერტების შეფასებით, მონეტები ტიუდორების ეპოქის სრულ წლიურ საშუალო ხელფასს უნდა შეადგენდეს.

როგორც Skynews წერს, "ლოქდაუნის" პერიოდში მსგავსი აღმოჩენები გახშირებულია. ჰემფშირში აღმოჩენილი მონეტებიდან 63 ოქროს მონეტაა, ხოლო ერთი ვერცხლის. მონეტები ჩაფლული იყო სარეველებით სავსე ტერიტორიაზე.

ექსპერტთა შეფასებით, ოთხი მონეტა მეფე ჰენრი მერვის მმართველობის პერიოდისაა. ბრიტანეთის მუზეუმში ამბობენ, რომ ამ მონეტებზე დატანილია მეფის ცოლების - ანა ბოლეინის, კეტრინ არაგონელია და ჯეინ სეიმურის ინიციალები.