მზის შუქზე 1200 წლის შემდეგ: ზღვაში ჩაძირული უძველესი ქალაქის ისტორია | Allnews.Ge

მზის შუქზე 1200 წლის შემდეგ: ზღვაში ჩაძირული უძველესი ქალაქის ისტორია

ჰერაკლეიონი ბერძნულ-ეგვიპტური ქალაქი იყო, რომელიც ალექსანდრიის დაარსებამდე  ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში ყვაოდა. ქალაქის განსაკუთრებულობას მისი სტრატეგიული მდებარეობა წარმოადგენდა- ის ეგვიპტეში შესასვლელ მთავარ პორტს წარმოადგენდა ბერძნული სამყაროდან ჩასული ყველა გემისთვის.

ქალაქის არსებობას ძველ ბერძნულ წყაროებში ჰეროდოტე და სტრაბონიც ადასტურებდნენ. მათი მტკიცებით, ქალაქი სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში დაარსდა, მოგვიანებით კი ის ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლი გახდა და ზღვაში ჩაიძირა.

ფრანკ გოდიოსა და მისი გუნდის დაუღალავი შრომის წყალობით, 2001 წელს ჰერაკლეიონი ხელახლა იპოვეს მას შემდეგ, რაც ის ხმელთაშუა ზღვის ქვეშ თითქმის 1200 წლის განმავლობაში იყო გაუჩინარებული.

ფრანკ გოდიომ აღმოჩენის პირველ დღეებშივე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა ჰერაკლეიონის უძველესი ღირსშესანიშნაობების შესახებ, როგორებიცაა ამონისა და მისი ვაჟის, ჰონსოუს დიდებული ტაძარი (იგივეა, რაც ბერძნებისათვის ჰერაკლე).   გოდიომ ასევე მალე ამოხსნა ისტორიული თავსატეხი, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა ეგვიპტოლოგებს: არქეოლოგიურმა მასალამ გამოავლინა, რომ ჰერაკლეიონი და ტონისი სინამდვილეში ერთი და იგივე ქალაქი იყო, რომელსაც ორი სახელი ჰქონდა: ჰერაკლეიონი ბერძნებისთვის, ხოლო ტონისი – ეგვიპტელებისთვის.

წყალქვეშა გათხრებიდან ამოღებული არტეფაქტები ასახავს ქალაქის სილამაზესა და დიდებას, მისი ბრწყინვალე ტაძრების სიდიადეს და ისტორიული ნაშთების სიუხვეს. აქ უამრავი ქანდაკება, წარწერა, სამკაული და მონეტა იპოვეს.

 intermedia.ge