უნიკალური აღმოჩენა ნორვეგიაში- არქეოლოგებმა უძველესი სანადირო იარაღი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

უნიკალური აღმოჩენა ნორვეგიაში- არქეოლოგებმა უძველესი სანადირო იარაღი აღმოაჩინეს

ნორვეგიაში უძველესი სანადირო იარაღი აღმოაჩინეს.

არქეოლოგებმა სამარხში 68 ისარი და ათობით სხვა ნივთი იპოვეს, რომლებსაც უძველეს დროში ირმებზე სანადიროდ იყენებდნენ. 

მეცნიერების მტკიცებით, არტეფაქტები სულ მცირე 6 000 წლისაა. მათ შორის არის ჩრდილოეთის ირმის ძვლები და რქები და ე. წ. შესაშინებელი ჯოხები, რომლებსაც ცხოველების ჯოგის ისეთ ადგილებში შესარეკად იყენებდნენ, სადაც მათი მონადირება უფრო ადვილი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სკანდინავიაში არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევები გახშირდა, რაც გლობალურ დათბობასთან და ყინულის დნობასთანაა დაკავშირებული.