ვინ არიან 21-ე საუკუნის საუკეთესო მსახიობები?- The New York Times-ის რეიტინგი | Allnews.Ge

ვინ არიან 21-ე საუკუნის საუკეთესო მსახიობები?- The New York Times-ის რეიტინგი

გამოცემა The New York Times-მა 21-ე საუკუნის 25 უდიდესი მსახიობი დაასახელა. რეიტინგი კინოკრიტიკოსებმა შეადგინეს და აღნიშნეს, რომ სია სუბიექტური გამოუვიდათ.

რეიტინგში პირველ ადგილი დენზელ ვაშინგტონმა დაიკავა. გამოცემამ მას „ეკრანის ტიტანი“ უწოდა.

მეორე ადგილს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იკავებს, ლიდერთა სამეულში ასევე დენიელ დეი-ლიუსი მოხვდა - ერთადერთი მსახიობი, რომელმაც კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის 3 „ოსკარი“ მიიღო.

სიაში ასევე მოხვდნენ: კატრინ დენევი, მაჰერშალა ალი, გაელ გარსია ბერნალი, უილიამ დეფო, ვიოლა დევისი, კიანუ რივზი, ნიკოლ კიდმანი და ტილდა სუინტონი