ვინ გახდნენ American Music Awards 2020 წლის გამარჯვებულები? | Allnews.Ge

ვინ გახდნენ American Music Awards 2020 წლის გამარჯვებულები?

აშშ-ში American Music Awards 2020-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. წელს ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელები ჯასტინ ბიბერი, Dan+Shay, ტეილორ სვიფტი დ The Weeknd-ი. თითოეულმა მათგანმა 3 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამასთან, პოპ-მომღერალი ტეილორ სვიფტი American Music Awards-ის დაჯილდოების ისტორიაში გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. მან კარიერის განმავლობაში 32 ნომინაციაში გაიმარჯვა.