აქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია- რაში მდგომარეობს იაპონელების ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლო? | Allnews.Ge

აქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია- რაში მდგომარეობს იაპონელების ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლო?

მსოფლიოში ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანებად იაპონელები ითვლებიან. მათ თითქმის არ აქვთ დასვენების დღეები, შვებულების დღეებიც ბევრად ნაკლებია, ვიდრე მაგალითად, ჩვენთან. მისი ხანგრძლივობა ქვეყნის კანონმდებლობით 18 დღეა, თუმცა საშუალოდ 8 დღეს არ აღემატება. ამის გარდა, იაპონიის მაცხოვრებლები ძალიან ბევრს ეწევიან, ასევე ბევრ ალკოჰოლს იღებენ. და თუ გავიხსენებთ ატომურ აფეთქებებსაც, 1945 წელს-ნაგასაკის და ჰიროსიმას, 2011 წელს-ფუკუსიმას, მაშინ საერთოდ გაუგებარია, რა აძლევთ მათ ხანგრძლივად სიცოცხლის საშუალებას. იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84, 6 წელია, მამაკაცებში-81, 9 წელი, ხოლო ქალებში-87, 3. ჩნდება კითხვა, როგორ ცოცხლობს ეს ხალხი ამდენ ხანს, მიუხედავად თანამედროვე ცხოვრების ასეთი რითმისა? მეცნიერები დიდი ხანია ამ ფენომენის ახსნას ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ის ცხოვრების წესია, რომელსაც პრაქტიკულად ყველა იაპონელი მისდევს.

საკვები იაპონელები საკვებში ძალიან ცოტა ხორცს იყენებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მავნებელია და არ მოაქვს არავითარი სარგებლობა, სამაგიეროდ მათ ძალიან უყვართ თევზი. მას ყოველი იაპონელი საშუალოდ 4-ჯერ უფრო მეტს მიირთმევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის წარმომადგენელია. ნებისმიერი თევზი კი, და საერთოდ ზღვის პროდუქტები, ომეგა-3-ის, იოდის და სელენის წყაროა, რომელიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ახალი პროდუქტებისთვის უპირატესობის მინიჭებაა, ანუ პროდუქტმა არ უნდა გაიაროს წინასწარი კონსერვაცია და გაყინვა. იაპონელების რაციონი შედგება ძირითადად ზღვის კომბოსტოსგან, რომლის სარგებლიანობაც ყველამ კარგად იცის. ისინი აგრეთვე ძალიან ბევრ სითხეს ღებულობენ, საუბარია ჩვეულებრივ წყალსა და მწვანე ჩაიზე. იაპონელები ყოველთვის მცირე ულუფებით მიირთმევენ, და ეს აშკარა კონტრასტია მაგალითად, ამერიკელებთან. იაპონიაში საერთოდ არ მოიხმარენ პურს. ჩვენთვის ეს ძალზე უცნაურია, ჩვენი თანამემემულეების უმრავლესობა პურს თითქმის ყველა კერძთან მიირთმევს.

ფიზიკური აქტივობა იაპონიაში ხალხი ძალიან ბევრს დადის ფეხით ან სულაც ველოსიპედით გადაადგილდება, ასაკს მნიშვნელობა არა აქვს, ხანდაზმულებიც კი აქტიური ცხოვრების წესს მისდევენ. ისინი დაკავებული არიან კრიკეტით, გოლფით, აერობიკით. სხვათაშორის, ასაკოვანი ხალხი არა მარტო იაპონიაშია ასე აქტიური, ვიეტნამში და ტაილანდშიც ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში ვარჯიშობენ.

შინაგანი სიმშვიდე თუ შევადარებთ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, იაპონური კულტურა ყველასგან განსხვავებულია. იაპონელები არასოდეს ჩქარობენ. გარემოს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მოწიწებით, მზრუნველობით და სიყვარულით ეპყრობიან. ხანდაზმულ ასაკში ხალხი დიდ დროს უთმობს ბაღის მოვლას, თუ ბაღის საშუალება არ აქვთ, მაშინ ჯუჯა მცენარეებს ამრავლებენ ბინებში. მცენარეებთან ხშირი ურთიერთიბა ადამიანებს აწყნარებს, ამშვიდებს და ბედნიერს ხდის. ემოციურად გაუწონასწორებელ იაპონელს პრაქტიკულად ვერ შეხვდებით.

ცხოვრების, სიცოცხლის სიხარული იაპონურ კულტურაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სიცოცხლის სიხარულს ენიჭება. ამ თემაზე ქვეყანაში უამრავი ანდაზა და გამონათქვამი არსებობს. საინტერესოა, რომ ცხოვრებაში იაპონელები სავსებით შეესაბამებიან ამ გამონათქვამებს, ისინი ბევრს იღიმიან, იცინიან და ეს არა მარტო კარგ განწყობასა და ხასიათს უქმნით, წლების რაოდენობაც ემატებათ.