როგორი ნაძვის ხეები იქნება მოდაში 2021 წელს და როგორ უნდა მოვრთოთ | Allnews.Ge

როგორი ნაძვის ხეები იქნება მოდაში 2021 წელს და როგორ უნდა მოვრთოთ

2020 წელი თითქმის დასარულს მიუახლოვდა. ახალი, 2021 წლისთვის მზადება ნელ-ნელა შევა აქტიურ ფაზაში. ბევრი ოჯახი ახალი ნაძვის ხის შეძენაზე უკვე ფიქრობს, ასევე - საახალწლო აქსესუარებზე. ჰოდა, სანამ ახალ შენაძენს გააკეთებთ, გირჩევთ კარგად გაეცნოთ 2021 წლის ახალ ტენდენციებს, თუ როგორი ნაძვის ხე იქნება ამ წელს აქტუალური, როგორი სათამაშოები.

ახალ, 2021 წელსაც, როგორც ყოველთვის, გამოყენებული იქნება რამდენიმე სტილი, კერძოდ: ტრადიციული, ეკოლიგიური და ვინტაჟური. ლითონის ხარის წელში ასტროლოგები ნაძვის ხის და საერთოდ, სახლის მორთვას თეთრ, ღია ცისფერ, ლითონის ფერში გვირჩევენ. ასევე აქტუალური იქნება ნაცრისფერი  და ვერცხლისფერი. თუ უპირატესობს ხელოვნურ ნაძვის ხეს ანიჭებთ, ჯობს შეარჩიოთ არა ტრადიციული მწვანე, არამედ თეთრი ფერის, რომელსაც ძალიან მოუხდება ცისფერი სათამაშოები.

ტრადიციული სტილი

ტრადიციული ნაძვის ხე - მწვანე, ჯობს გააფორმოთ თეთრი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სათამაშოებით. ან ისე, როგორც წინა წლებში რთავდით და როგორც მიიჩნევთ, რომ ოჯახური ტრადიციაა. მთავარია, ერთიანი სტილი იყოს დაცული.

ეკოლოგიური სტილი

ეკოლოგიური სტილის მიმდევრებს შეუძლით ნაძვის ხე თივითაც გააფორმონ, ხის ტოტებით ააწყონ, ასევე მძივებით, თუნდაც ჩირით. ხის ტოტებზე ეფეტურად გამოიყურება მანდარინი, ლიმონი და ფორთოხალი. თუმცა გაითვლისწინეთ, თუ ნამდვილ ხილს გამოიყენებთ, თქვენი ხე მხოლოდ ერთი კვირა იცოცხლებს. ცნობისათვის, საკმაოდ აქტუალურია ბოლო წლების ინტერიერში ხელნაკეთი ნივთები, საკუთარი ფანტაზიით შექმნილი დეკორი, რაც საახალწლოდაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ვინტაჟი

ასევე 2021 წელს მოდას უბრუნდება ძველი სტილის სათამაშოები, თხელი, შუშის, ასევე სამაგრიანი სათამაშოები. თუ ძველებურ, რარიტეტულ სათამაშოებს გამოიყენებთ, არ გირჩევთ მასში თანამედროვე ელემენტების შერევას. თუ ძველებური საამაშოები არ გყოფნით, ჯობს ხელნაკეთ დაუმატოთ, თუნდაც საკუთარი ხელით შექმნილი.