10 უჩვეულო ქანდაკება, რომელიც ბუნების ყველა კანონს არღვევს | Allnews.Ge

10 უჩვეულო ქანდაკება, რომელიც ბუნების ყველა კანონს არღვევს

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს თავისი ორიგინალურობითა და კრეატიულობით ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანის გაოცება შეუძლია. თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი მოქანდაკეები, როგორც წესი, საკუთარ შემოქმედებაში ყველა ხელმისაწვდომ ტექნოლოგიას იყენებენ, რომლის საშუალებითაც წარმოუდგენელ შედევრებს ქმნიან.

წარმოგიდგენთ უნიკალური ქანდაკებების ათეულს რომლებმაც თავიანთი უჩვეულო კონცეფციით მსოფლიო აალაპარაკეს.

1.გაწონასწორებული სპილო ფონტებლოს სასახლეში (საფრანგეთი) ავტორი - დანიელ ფრიმანი

2. ეს უჩვეულო სკულპტურა ჰონკონგელ მხატვარს - ჯონსონ ცანგის ეკუთვნის, ნამუშევარს კი - "ყავის კოცნა" ჰქვია.

3. ასევე, ალექს ჩინეკის ორიგინალური ნამუშევარი, ასფალტის ამობრუნებულ მხარეზე დაკიდული მანქანა "auxhall Corsa".

4. ფრანგი მოქანდაკე ბრუნო კატალანო პოპულარული თავისი გახმაურებული ქანდაკებების სერიით - "მოგზაურები" გახდა, თუმცა, საზოგადოებისა და კრიტიკოსების მხრიდან განსაკუთრებული მოწონებით მისი ნამუშევრი "ვან გოგი" სარგებლობს.

5. "ფანჯარა კიბით - დახმარება ძალიან გვიანია" - ავტორი - ლეანდრო ერლიჰი.

6. ფრანგული ქალაქის - ნანტის ცენტრალურ მოედანზე, შენობის ფასადიდან "მოწყვეტილი", ჰაერში გამოკიდული ოთახი არგენტინელ, ეპატაჟურ მხატვარს ლეანდრო ერლიჰს ეკუთვნის, რომლის კრეატიული პროექტები საზოგადოების აღფრთოვანებას დღემდე იწვევს.

7. ლონდონელი მოქანდაკე - ადრიან გრეი, ქვისგან საოცარ ქანდაკებებს ქმნის, გრეის ქვის სკულპტურები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თითქოს ჰაერში კიდიან.

8. ფაბიენ მერელის საოცარი ქანდაკება "ადამიანის ზურგზე მყოფი სპილო".

9. ამ არასტანდაარტული ობიექტის ხილვა კაიროს საერთაშორისო აეროპორტის ნებისმიერ მგზავრს შეუძლია, ნამუშევარი სმაბან აბას ეკუთვნის, აღსანიშნავია, რომ ხელოვანის ნამუშევრებს სამშობლოს ფარგლებს გარეთ ნაკლებად იცნობენ.

10. 14 მეტრიანი, ერთმანეთში შედუღებული ორი სატვირთო მანქანის უჩვეულო ინსტალაცია - "Big Rig Jig", მოქანდაკე მაიკ როსმა 2007 წელს შექმნა.