ამერიკელი ჯარისკაცი ხსნადი ყავისგან ულამაზეს ნახატებს ქმნის (ფოტოები) | Allnews.Ge

ამერიკელი ჯარისკაცი ხსნადი ყავისგან ულამაზეს ნახატებს ქმნის (ფოტოები)

ამ საინტერესო ნახატების ავტორი ამერიკელი ჯარისკაცი კორბან ლუნდბორგია. ჯარისკაცმა 8 თვე გაატარა აღმოსავლეთ აფრიკაში სამხედრო ოპერატორად ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფში.

მშრალ კვებაში კი, რომელსაც ჯარისკაცებს ურიგებდნენ ხსნადი ყავის პაკეტებიც შედიოდა. სწორედ იქ გატარებული 8 თვის გასახსენებლად დაიწყო მამაკაცმა ხატვა, თუმცა ფერადი საღებავების ნაცვლად ის ხსნად ყავას იყენებდა. 

ჯერ ხატავდა კონტურს, შემდეგ ასანთით უწვავდა გვერდებს და შემდეგ აფერადებდა. 

myquiz