Wonder Woman 1984-ის პრემიერა გადაიდო- იხილეთ ფილმის თრეილერი
Warner Bros-მა ფილმ Wonder Woman 1984-ის პრემიერა ოქტომბრის ნაცვლად დეკემბრისთვის გადაიდო. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა. როგორც ცნობილია, ფილმის პრემიერა შობის ღამეს, 25 დეკემბერს შედგება.
Wonder Woman 1984-ის გადაღება 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, თუმცა ამ დროისთვის ბილეთების გაყიდვით მიღებულმა მოგებამ უკვე 146 მილიონი დოლარი შეადგინა. Wonder Woman 1984-ში მთავარ როლებს გალ გადოტი და კრის ფაინი თამაშობენ
Wonder Woman-ის პირველი ფილმი 2017 წელს გამოვიდა და მისმა მოგებამ 821 მილიონს გადააჭარბა
იხილეთ ფილმის თრეილერი -