5 უძველესი ქალაქი, რომელიც დღესაც არსებობს | Allnews.Ge

5 უძველესი ქალაქი, რომელიც დღესაც არსებობს

მსოფლიოს უძველესი ქალაქების უმეტესობა ნანგრევებად იქცა და არქეოლოგიური გათხრების მეშვებით აღდგა. მაგრამ ზოგიერთ მათგანში ანტიკურობა დღემდე მეზობლობს თანამედროვე ცივილიზაციასთან. ამ ქალაქებმა ცეცხლსა და წყალიში გაიარეს, ისინი გაჯერებულია ისტორიითა და საიდუმლოებით მოცული ატმოსფეროთი, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ცხოვრობს.

იერიქონი - პალესტინა

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ქალაქი დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6800 წელს, თუმცა პირველი ხალხი აქ გაცილებით ადრე გამოჩნდა. იერიქონის კოშკის კედლები ქალაქის ღრმა ისტორიას გვახსენებს. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს უძველესი ღირებულებების მთელი ფენები, ეს არის ნამდვილი ისტორიული საგანძური. მდინარე იორდანიის სანაპიროზე განლაგებული იერიქონი ნაწილობრივ აღიარებულია პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიად და პროვინცია იერიქონის დედაქალაქად იწოდება. დღესიერიქოში დაახლოებით 20 000 ადამიანი ცხოვრობს.

დამასკო - სირია

ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ დამასკო დედამიწის უძველესი ქალაქია, თუმცა დავა დღემდე გრძელდება. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ იგი დაარსდა ძვ.წ. 10000 წელს. თუმცა ოფიციალური დაარსება გაცილებით გვიანდელი პერიოდით თარიღდება. სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გამო სამწუხაროდ ბევრი ისტორიული არტეფაქტი დაიკარგა, მაგრამ დამასკო დღეისთვის მსოფლიოს უძველესი დედაქალაქია უნიკალური ღირსშესანიშნაობებით.

ბიბლოსი - ლიბანი

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელსაც ოდესღაც ფინიკიელები ფლობდნენ. ძველი სამყაროს უმნიშვნელოვანეს პორტად ითვლებოდა, მისი მაცხოვრებლების უძველესი ენა კი ჯერაც არ არის ამოხსნილი მეცნიერების მიერ. ბიბლოსი ინახავს მრავალ უძველეს საიდუმლოებას, გამოცანებს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.

ლუქსორი - ეგვიპტე

ცნობილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ ოდესღაც ძველი ეგვიპტის დედაქალაქი იყო. ლუქსორი მსოფლიოში ასევე ცნობილია ისტორიული სახელწოდებით - თებე. უძველესი ეგვიპტური კულტურის უნიკალური ქანდაკებები, ღირსშესანიშნაობები და ფასეულობები ლუქსორს შთამბეჭდავ ადგილად აქცევს. დღესდღეობით აქ ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩამოდის.

არგოსი - საბერძნეთი

ევროპის უძველესი ქალაქი დაარსდა ჯერ კიდევ ცნობილ ათენზე გაცილებით ადრე. არგოსი მდებარეობს პელოპონესზე, თანამედროვე ნაგებობები უძველესი ნანგრევბისა და ღირსშესანიშნაობების გვერდით თანაარსებობენ. არგოსი ფიგურირებს ძველ ბერძნულ ეპოსში, , მაგრამ სავარაუდოა, რომ არგოსის ტერიტორიაზე პირველი მცხოვრებლები გაცილებით ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე მეცნიერები მიერ ნაპოვნი მტკიცებულებებიდან ჩანს.