ხორას მონასტერი- კიდევ ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი, რომლის მეჩეთად გადაკეთებასაც თურქეთის ხელისუფლება გეგმავს | Allnews.Ge

ხორას მონასტერი- კიდევ ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი, რომლის მეჩეთად გადაკეთებასაც თურქეთის ხელისუფლება გეგმავს

აია-სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ქრისტიანული ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს.

საუბარია ხორას მონასტერზე, სადაც მაცხოვრის სახელობის ტაძარი მდებარეობს. გადაწყვეტილება თურქულ მედიაში გამოქვენდა.

„ეს კომნენოსების იმპერატორთა დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც თავისი შედევრული ფრესკებით არის ცნობილი. ხდება მისი მეჩეთად გადაკეთება იმავე პროცედურებით, როგორც ეს აია სოფიას შემთხვევაში მოხდა. “ - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტაძარი, რომელიც 74 წლის წინ მუზეუმად გადაკეთდა, სტამბოლში ფათიხის რაიონში მდებარეობს. ის მეექვსე საუკუნით თარიღდება, და 1511 წელს, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, მეჩეთად გადაკეთდა.

ხორას მონასტერი მეჩეთად 434 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და 1945 წელს მუზეუმად გადაკეთდა.

myquiz