ფილმმა მენსტრუაციის შესახებ ოსკარი მიიღო - ნახეთ, ვინ გახდნენ წლევანდელი გამარჯვებულები | Allnews.Ge

ფილმმა მენსტრუაციის შესახებ ოსკარი მიიღო - ნახეთ, ვინ გახდნენ წლევანდელი გამარჯვებულები

„ოსკარის“ წლევანდელი მფლობელების ვინაობა უკვე ცნობილია. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ჯილდო რეჟისორ პიტერ ფარელის ფილმმა „მწვანე წიგნმა“ მიიღო. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. სიუჟეტი მაყურებელს მოუთხრობს 1962 წელს ჯაზის პიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის ტონი ლიპას მოგზაურობის შესახებ. აშშ-ში მოგზაურობისას ისინი „მწვანე წიგნს“ იყენებენ, სადაც აფროამერიკელებისთვის უსაფრთხო ადგილებია მითითებული.

საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმენი გახდა, მამაკაცი კი - ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი რამი მალეკი.

კოლმენს ყველა მსახიობისთვის საოცნებო ჯილდოს მიღების შემდეგ ემოციების შეკავება გაუჭირდა - „მწვანე წიგნის“ მთავარი როლის შემსრულებელმა სცენაზე ჯერ იტირა, შემდეგ კი პუბლიკასთან ერთად იცინა.

„რა საოცარია, მე ოსკარი მაქვს!“ - განაცხადა კოლმენმა გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ნომინაციაში გამარჯვებას ის გლენ კლოუსს უწინასწარმეტყველებდა.

ემოციური იყო რამი მალეკის გამოსვლაც, მან მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარული მომღერლის, ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულ ფილმში “ბოჰემიური რაფსოდია“.

„მე ეგვიპტელი ემიგრანტების შვილი ვარ. ჩემი ისტორიის ნაწილი სწორედ ახლა იწერება. ყველა თქვენგანის მადლიერი ვარ, ყველასი, ვისაც ჩემი სჯეროდა,“ - აღნიშნა მალეკმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში კი რაიკა ზეტაბჩის ნამუშევარმა გაიმარჯვა მენსტრუაციის შესახებ, სახელწოდებით Period. End of sentence.

„ღმერთო ჩემო! იმიტომ არ ვტირი, რომ ახლა მენსტრუაცია მაქვს. არ მჯერა, რომ „ოსკარი“ მიიღო ფილმმა მენსტრუაციის შესახებ!“ - განაცხადა ზეტაბჩიმ.

ორიგინალური სიმღერისთვის ოსკარი ლედი გაგას გადაეცა, გამარჯვებული მისი ნამუშევარი Shallow გახდა. მომღერალს ემოციების გამო საუბარი გაუჭირდა, მადლობა გადაუხადა დას, მშობლებს და ფილმში მის პარტნიორს "ვარსკვლავის დაბადება" - ბრედლი კუპერს, რომელიც, ამასთან, ფილმის რეჟისორიც იყო.

myquiz