"სამეფო კარის თამაშების" შემდეგი სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია | Allnews.Ge

"სამეფო კარის თამაშების" შემდეგი სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

"სამეფო კარის თამაშების" გულშემატკივრები და მოყვარულები როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში ამ დღეს უკვე დიდი ხანია ელიან. HBO-მ სერიალის დასკვნითი სეზონის გამოსვლის დრო დაანონსა.

მაყურებელს სერიალის პირველი ეპიზოდის ნახვა 2019 წლის აპრილში შეეძლება, თუმცა აღსანიშნავია, რომ HBO-ს მისი გამოსვლის ზუსტი თარიღი მაინც არ გაუმხელია.

"სამეფო კარის თამაშების" დასკვნითი სეზონის თიზერი უკვე გამოვიდა. ცნობილია, რომ მერვე სეზონში ჯამში 6 ეპიზოდი იქნება.

მაშინ, როდესაც "სამეფო კარის თამაშები" ბოლო აკორდისთვის ემზადება, HBO სერიალის მომავალ განვითარებაზე ფიქრობს და მთავარი სიუჟეტის პრეისტორიის გადაღებისთვის ემზადება. პრეისტორიას სახელი ჯერ არ აქვს, თუმცა, ცნობილია, რომ მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ნაომი უოტსი ითამაშებს.

myquiz