ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე 10 დღე რჩება | Allnews.Ge

ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე 10 დღე რჩება

ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე 10 დღე რჩება. პროექტი პოპულარული სერბული ფესტივალის EXIT-ის ქოლგის ქვეშ ხორციელდება და მისი მხარდამჭერია Check in Georgia.

მათთვის, ვისაც დაბინავებაზე ჯერ არ უზრუნია, შეუძლიათ ფესტივალის ტერიტორიაზევე დაბანაკდნენ. მთავარ სცენასთან რამდენიმე ასეულ მეტრში კარვების ზონა მოეწყობა, სადაც სტუმრები 6 დღის განმავლობაში შეძლებენ დარჩენას. ტერიტორიაზე 600 კარავი დაიდგმება და 1200 ადამიანის გამასპინძლებას შეძლებს. კარავი ორ ადამიანზე იქნება გათვლილი და მისი ფასი 250 ლარია.

ფასი მოიცავს: ერთ ტენტი მაქსიმუმ 2 ადამიანისთვის (200x200x135სმ), ერთი გასაბერი მატრასი (152x200x22სმ), ბალიში, 2 საბანი, 2 საძილე ნიღაბი, 2 ყურის საცობი.

კარვების ზონაში იქნება უფასო სერვისები: დაცული ტერიტორია, საცავები (შეგიძლიათ შეინახოთ ზურგჩანთები), ტუალეტი, შხაპი, ტელეფონის დასატენი სადგური, საჩრდილობელი, კარვების ზონის ბარი.

რეგისტრაცია დაიწყება 22 აგვისტოს, 13:00 საათზე და დასასრულდება – 27 აგვისტოს 18:00 საათზე.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება და ისეთ არტისტებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, Juan Atkins, Function, Kayakata, Woo York, Henrik Schwarz, Antigoe, DJ TENNIS, Greenbeam & Leon და სხვ.

myquiz