განმუხურში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება | Allnews.Ge

განმუხურში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება

განმუხურის ამფითეატრში დღეს, 20:00 საათზე, დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება. დათო ევგენიძე მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება. პროექტს Chek in Georgia ახორციელებს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

"ანაკლია-განმუხურში ტურისტულ სეზონზე სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის ყველაზე დიდი ღონისძიება ECHOWAVES 23-26 აგვისტოს გაიმართება. ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, მსოფლიოში ცნობილი ფესტივალის EXIT-ის ქოლგის ქვეშ ტარდება", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz