ქუთაისში არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს | Allnews.Ge

ქუთაისში არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს

ქუთაისში, გორას დასახლებაში არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს. ტერიტორიაზე მფლობელი სახლს აშენებდა, რა დროსაც ძველი ნივთები შენიშნეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი როლანდ ისაკაძე განმარტავს, რომ მათ ჰქონდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი უბანი იყო. ისინი სამშენებლო სამუშაოებს თვალყურს ადევნებდნენ. მისი ინფორმაციით, ეს დასახლება ძველი ქალაქის სამეურნეო უბანი უნდა ყოფილიყო.

ადგილზე სამუშაოები გრძელდება. აღმოჩენილ ნივთებს სახელმწიფო საცავში გადაიტანენ.

ადგილზე აღმოჩენილია ქვევრების, თონეების და მინისა და კერამიკული ნაწარმის ნაშთები, რომლებიც მე-11-მე-13 საუკუნეებით თარიღდება.

myquiz