ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც ფილმში ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს | Allnews.Ge

ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც ფილმში ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს

მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ახალ ფილმში Now Is Everything ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობთან, ენტონი ჰოპკინსთან ერთად იღებენ.

ფილმის გადასაღებ მოედანზე გადაღებულ ფოტოს მსახიობი Instagram-ის გვერდზე აქვეყნებს. ფილმზე ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს და როგორც ცნობილი გახდა, სწორედ მან გააცნო ირაკლი ფილმის რეჟისორ დანტე სპინოტის.

ამასთან, ფილმში სტინგისა და ჯეკ ნიკოლსონის შვილები და ალენ დელონის შვილიშვილი ითამაშებენ.

საქართველოში ცნობილი ოჯახის წარმომადგნელია თავად ირაკლი კვირიკაძეც - ის მსახიობის, ნინო ქორიძის შვილი და ასევე - მსახიობ კახა ქორიძის შვილიშვილია, რომელსაც საზოგადოება რეზო ჩხეიძის ფილმში "ღიმილის ბიჭები" შესრულებული მთავარი როლით იცნობს. რომელი ფილმით მოიპოვა პოპულარობა ირაკლი კვირიკაძემ

myquiz