როგორ შეიძლება მოვიხატოთ სხეული - ავსტრიაში "ბოდი არტის" საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა | Allnews.Ge

როგორ შეიძლება მოვიხატოთ სხეული - ავსტრიაში "ბოდი არტის" საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტიში სხეულის მოხატვის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. მხატვრებმა მოდელების სხეულები მოხატეს და ფერადი, შთამბეჭდავი კომპოზიციები შექმნეს.

12 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები ჯილდოვდებოდნენ როგორც პროფესიონალებისთვის დაწესებული სპეციალური საჩუქრებით, ასევე მოყვარულთათვის განკუთვნილი პრიზებით. კატეგორიებს შორის აეროგრაფია, სპეცეფექტები და სახის მოხატვაც იყო.

შემოქმედებითი მაკიაჟისთვის პრიზი დაწესებული იყო არა მხოლოდ სახის მოხატვისთვის, არამედ აქსესუარებისა და ტანისამოსის ელემენტების შერჩევისთვისაც, რომელიც მხატვრის მიერ განსაზღვრულ თემას გამოკვეთდა და ხაზს გაუსვამდა.

ზოგეირთ კატეგორიაში მხატვრებს სხეულის მოსახატავად ორ დღეს აძლევდნენ.

ფესტივალი 1998 წელს დაარსდა და 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება გახდა: ბოლო ფესტივალში ერთმანეთს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმოამდგენელი მხატვრები ეჯიბრებოდნენ.

myquiz