biblusi.ge-ს საზაფხულო საჩუქარი თინეიჯერებს! | Allnews.Ge

biblusi.ge-ს საზაფხულო საჩუქარი თინეიჯერებს!

27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით კომპანია "ბიბლუსი" მხოლოდ ვებ-გვერდის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ შეთავაზებას გეგმავს.

biblusi.ge-ზე სპეციალურად თინეიჯერი მკითხველებისთვის შექმნილი კომპლექტები განსაკუთრებულ ფასად გაიყიდება. კომპლექტში გაერთიანებულია მოზარდების საყვარელი სერიის "ლიბერთინსის" წიგნები, თემატური ჩანთა და ორიგინალური დიზაინის, თანამედროვე საზაფხულო ჭიქა.

კომპლექტებზე მოქმედებს -25%-იანი ფასდაკლება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის, ვინც ამ განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებს, მიტანის სერვისი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სრულიად უფასო იქნება! პირველ ეტაპზე შექმნილია სულ 3 სახეობის ნაკრები, თითოეული განსხვავებული წიგნითა და აქსესუარებით, რომელთა რაოდენობაც შეზღუდულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეული შეძენილი ნაკრები შეფუთული იქნება "ბიბლუსის" კრაფტერი გოგონების მიერ, რაც მას განსაკუთრებულ საჩუქრადაც აქცევს.

პროექტ "ლიბერთინსის" მენეჯერი, გიორგი კიკაბიძე გვესაუბრა ბიბლუსის წამოწყებაზე: "თინეიჯერებისთვის თითოეული ნაწარმოები არა მარტო კონკრეტულ ტექსტსთან, არამედ მის თემატიკაზე შემქნილ საინტერესო აქსესუარებთანაც ასოცირდება, შესაბამისად, „ლიბერთინსის" მკითხველებში საყვარელი წიგნის თემატიკაზე შექმნილი ორიგინალური ნივთები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ბიბლუსის" ეს წამოწყება, ვფიქრობ, დამატებითი სტიმულია ახალგაზრდა მკითხველებისთვის, დაინტერესდნენ მათი ასაკობრივი ჯგუფისთვის შემქნილი შესაბამისი ნაწარმოებებით. მსგავსი აქციები ხელს უწყობს თინეიჯერული ლიტერატურის პოპულარიზაციას, რასაც ლიბერთინსის მთელი გუნდი მივესალმებით."

შეგახსენებთ, რომ საზაფხულო კომპლექტების შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ ვებ-გვერდზე: www.biblusi.ge

myquiz