2018 წლის ზაფხული - მუსიკალური ღონისძიებები, რომლებიც წელს საქართველოში გაიმართება | Allnews.Ge

2018 წლის ზაფხული - მუსიკალური ღონისძიებები, რომლებიც წელს საქართველოში გაიმართება

Tbilisi Open Air-ის დაწყებამდე 4 დღეა დარჩენილი. ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც უკვე მეათე წელია იმართება, სამ დღეს გაგრძელდება და 24 ივნისს დასრულდება. ფესტივალი ლისის ტბის ტერიტორიაზე გაიმართება, მისი Lineup-ი კი ასე გამოიყურება

ორი წლის შემდეგ SUMMER SET მსმენელს სახეშეცვლილი უბრუნდება. ფესტივალის "მეორე სიცოცხლე" ბევრად ექსპერიმენტული იქნება. 2018 წლის ღონისძიება ერთდღიანი საპრეზენტაციო იქნება, სადაც ქართველი მსმენელი Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless მოუსმენენ. SUMMER SET 27 ივლისს თბილისის ზღვაზე გაიმართება. SUMMER SET-ზე დასწრება 18+. უკვე ცნობილია, რომ მომავალ წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გუდაურში გაიმართება.

Black Sea Jazz Festival 19 ივლისს გაიხსნება. ორგანიზატორებს როკმუსიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებული სიურპრიზი აქვთ მომზადებული. ფესტივალს Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი გახსნის. ის Black Sea Arena-ზე იმღერებს. შავი ზღვის ჯაზფესტივალის დანარჩენი კონცერტები ბათუმში, ტრადიციულად, ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. წლევანდელ ფესტივალს რობერტ გლასპერი, ტეილორ მაქფერინი, ქრისტიან სკოტი, ტერას მარტინი და სხვა შემსრულებლები ეწვევიან.

ცხელი ზაფხული კიდევ უფრო ცხელი იქნება Black Sea Arena-ზე. Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი არენის სცენას, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი თუ ჯგუფი დაიკავებს, მათ შორის შედგება ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მუსიკალური კოლაბორაციებიც.

"ბლექ სი არენას" წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება:

7 ივლისი – ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალური საღამო;

28 ივლისი – ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო, სპეციალური სტუმარი, "გრემის" მფლობელი ბრწყინვალე ამერიკელი მესაყვირე, Chris Botti;

4 აგვისტო – ცნობილი პიანისტის, გიორგი მიქაძის პროექტი "VOISA";

11 აგვისტო – ანსამბლ "შვიდკაცას" და ამერიკული ვოკალური ჯგუფის, 8 "გრემის" მფლობელი Take Six–ის ერთობლივი კონცერტი;

16 აგვისტო – ჯგუფ "სახის" და Poetry ‘N’ Motion–ის ერთობლივი კონცერტი;

21 აგვისტო – ნინო ქათამაძის სოლოკონცერტი;

28 აგვისტო – ცნობილი ქართული მიუზიკლი, "ჩხიკვთა ქორწილი";

23 სექტემბერი - 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი.

იქამდე კი 30 ივნისსა და 1–ელ ივლისს Black Sea Arena-ს სცენას ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსი ელტონ ჯონი დაიკავებს.

ცხელი ზაფხულის კულმინაცია კი ტრადიციულად ანაკლიაში გველის. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest 9 აგვისტოს დაიწყება და წინა წლებთან შედარებით 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალი 12 ავისტოს დასრულდება, თუმცა როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, 2018 წლის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ნაკლებად დატვირთული და სანახაობრივი არ იქნება. ფესტივალის Lineup ასე გამოიყურება:

• Adelina • Anushka • Anrilov • Alex Niggemann • Bassil • Cassius • De Wachtkamer • Denis Horvat • Efim Kerbut • Federico Gardenghi • Hector Cooper • John Acquaviva • Lamine • Maher Daniel • Moon's Voyager • Marco Faraone • Paji • Ryan Crosson • Swanky Tunes • Sander Zhukov • Smailov

• Shaun Reeves • Sebastien Leger • Sierra Sam • Space Dimension Controller • Ten Walls • Templärs • Wayu

ფესტივალი ანაკლიაში უკვე მეოთხე წელია იმართება და მას არა მხოლოდ ელექტრონული მუსიკის ქართველი მოყვარულები არამედ ტურისტებიც აქტიურად სტუმრობენ.

myquiz