გიო ხუციშვილს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ | Allnews.Ge

გიო ხუციშვილს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

მომღერალსა და მსახიობს გიო ხუციშვილს დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და კულტურის სამინისტროში განუცხადეს, გიო ხუციშვილის პანაშვიდი ფალიაშვილის 64–ში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. დღეს 15:00 საათზე, საბურთალოს ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

29 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

myquiz