მულტფილმი Toy Story ბრუნდება
ბავშვობის საყვარელი მულტფილმი, "სათამაშოების ისტორია" (Toy Story) ბრუნდება. Pixar-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, "სათამაშოების ისტორია 4" 2019 წლის 21 ივნისს გამოვა, - ამის შესახებ უცხოური გამოცემა Country Living იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ანიმაციური ფილმის მე-4 ნაწილის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია თვითონ დირექტორებმა და სცენარის ავტორებმა გაავრცელეს და სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ფოტოც კი გამოაქვეყნეს, რომელზეც 4-იანია გამოსახული.