ელტონ ჯონი საქართველოში დაგეგმილი კონცერტების შესახებ წერს | Allnews.Ge

ელტონ ჯონი საქართველოში დაგეგმილი კონცერტების შესახებ წერს

ელტონ ჯონი საქართველოში დაგეგმილი კონცერტების შესახებ წერს. ცნობილმა ბრიტანელმა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მსმენელებს უკვე აცნობა, რომ საქართველოში კონცერტებს Black Sea Arena-ზე გამართავს.

"მადლობა ყველას, ვინც Caesars Palace-ში ჩემს ერთ-ერთ უკანასკნელ შოუზე მოვიდა! მე აპრილში დაგიბრუნდებით, შემდეგ კი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გავმართავ კონცერტებს", - წერს მუსიკოსი.

ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება.

myquiz