9 წიგნი კაცობრიობის მომავალზე, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს | Allnews.Ge

9 წიგნი კაცობრიობის მომავალზე, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

არავინ იცის მომავალი ათწლეული, საუკუნე ან ათასწლეული რას მოგვიტანს. თუმცა ბევრი მწერალი დიდი გატაცებით წარმოიდგენს და აღწერს არაპროგნოზირებად და გამოწვევებით სავსე მომავალს საკუთარ ნაწარმოებებში.

გთავაზობთ იმ ნაწარმოებების ჩამონათვალს, რომელიც მომავალში მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ და რომელიც სასურველია წაკითხული გქონდეთ

ალექსანდრ ვაინშტაინის "ახალი სამყაროს ბავშვები: ისტორიები" (Children of the New World: Stories)

ნოველების ნაკრები 13 მოკლე ისტორიას შეიცავს, რომელიც იმის წარმოდგენაში დაგეხმარებთ, როგორი შეიძლება იყოს მომავალი. ისევე, როგორც Netflix-ის ცნობილი სერიალი "შავი სარკე" (Black Mirror), ნოველების ეს ნაკრებიც გარკვეულწილად სულიერი მხნეობის დამკარგავია, შეიცავს ვირტუალური რეალობის თამაშებს, ადამიანის მსგავს რობოტებსა და სოციალსურ მედიას მთელი თავისი ბრწყინვალებით.

მარგარეტ ატვუდის "მხევლის წიგნი" (The Handmaid's Tale)

"მხევლის წიგნი" დისტოპიური, მომავალზე ორიენტირებული წიგნია, რომელშიც აღწერილია, როგორ მოდის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში მკაცრი რელიგიური ორგანიზაცია. რეჟიმი ქალებს იტაცებს, მათ საკუთარი ვინაობის დავიწყებას აიძულებს, სახელს უცვლის და ბავშვების გაჩენას აიძულებს, რომლებსაც თავადვე ართმევს. 19885 წელს გამოქვეყნებული წიგნი ისეთ თანამედროვე თემებს უსვამს ხაზს, როგორიც ფემინიზმი, მანიპულაცია და ძალაუფლებაა.

ელიზაბეტ კოლბერტის "მეექვსე გადაშენება: არაბუნებრივი ისტორია" (The Sixth Extinction: An Unnatural History)

მეცნიერებისა და ისტორიის ტანდემი, რომელშიც ავტორი გარემოზე ადამიანის გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას. წიგნი 2014 წელს გამოვიდა, თუმცა პულიცერის პრემიის მიღება უკვე მოასწრო.

ნაომი კლეინის "ეს ცვლის ყველაფერს: კაპიტალიზმი კლიმატის წინააღმდეგ" (This Changes Everything: Capitalism vs. The Climate)

კლეინი მკითხველებს კაპიტალიზმზე უარის თქმისა და გლობალური ეკონომიკის რესტრუქტურიზაციისკენ, მეტად მწვანე მომავლის შქმნის მიზნით უბიძგებს.

"100 წელში: წამყვანი ეკონომიტები მომავალს პროგნოზირებენ" (In 100 Years: Leading Economists Predict the Future)

2015 წელს გამოშვებულ ამ წიგნში 10 წამყვანი ეკონომისტი, მათ შორის, ნობელის ლაურეატები, თავის ხედვას გვთავაზობენ, თუ როგორი იქნება მსოფლიო 22-ე საუკუნეში.

"ჯორჯ ორუელის "1984"

1948 წელს გამოცემულ ამ დისტოპიურ ფანტასტიკაში ჯორჯ ორუელმა წარმოიდგინა თუ როგორი იყო ცხოვრება 1948 წელს, სწორედ იმ დროს, როდესაც ადამიანები მუდმივი კონტროლისა და ცენზურის ქვეშ იყვნენ "დიდი ძმისა" და "აზრის პოლიციის" მიერ.

რეი ბრედბერის "451º ფარენჰეიტით"

მასში აღწერილია მომავლის საზოგადოება, რომელშიც აკრძალულია წიგნები, საზოგადოებრივ წესრიგს კი მეხანძრეები ამყარებენ. 451 გრადუსი ფარენჰაიტით არის ტემპერატურა, რომელზეც ქაღალდი იწვის. 1966 წელს გამოვიდა წიგნის ეკრანიზაცია, რომლის რეჟისორია ფრანსუა ტრიუფო.

ოლდოს ჰაქსლის "მამაცი ახალი სამყარო"

ჰაქსლისეულ მომავალში ბავშვები ლაბორატორიებში იბადებიან, საზოგადოება კი ინდივიდუალურ აზროვნებასა და ქმედებას გმობს, თუმცა მსოფლიო მშვიდობიანია.

არტურ კლარკის "2001: კოსმოსური ოდისეა"

სამცენიერო ფანტასტიკური ჟანრის წიგნია, სადაც ხელოვნურ ინტელექტზეა საუბარი, რომელმაც კოსმოსური ხომალდის ფართვაზე კონტროლი მოიპოვა. ნაწარმოებში კარგად ჩანს ადამიანისა და ხელონური ინტეელექტის დაპირისპირება, რომელიც დროთა განმავლობაში, ჩვენს რეალობაშიც სულ უფრო აქტიუალური ხდება.

myquiz