ბრედ პიტი ავარიაში მოყვა | Allnews.Ge

ბრედ პიტი ავარიაში მოყვა

ბრედ პიტი ლოს ანჯელესში ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, რომელის დროსაც ერთმანეთს სამი მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უმნიშვნელოდ დაზიანდა ავტომანქანები. ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი თავისი მუქი ნაცრისფერი ტესლას ფირმის მანქანის საჭესთან იჯდა მაშინ, როდესაც შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, ის ვერცხლისფერ Nissan Altima-ს შეეჯახა, რომელიც, თავის მხრივ, ინერციით შავი ფერის Kia Soul-ს დაეჯახა.

ბრედ პიტამა მანქანა თავადვე დაათვალიერა და მის ყველა დაზიანებას ფოტო გადაუღო. ამის შემდეგ კი ადგილზე თავისი სადაზღვეო აგენტი გამოიძახა. მსახიობი ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა მონაწილეებსაც გაესაუბრა და მათ ინფორმაცია გაუზიარა.

myquiz