რომელი ენები უნდა ვისწავლოთ და რატომ, რომ მომავალში ყველაზე მეტად გამოგვადგეს? | Allnews.Ge

რომელი ენები უნდა ვისწავლოთ და რატომ, რომ მომავალში ყველაზე მეტად გამოგვადგეს?

ერთი ან რამდენიმე უცხო ენის ცოდნა დასაქმების ბაზარზე უკვე მოთხოვნადსა და კონკურენტუნარიანს გხდის. მაგრამ საინტერესოა, რომელ ენას მივანიჭოთ უპირატესობა და რომელი ენის შესასწავლად დავხარჯოთ რესურსი?

არსებობს ორი კრიტერიუმი, რომლითაც სასურველია ენების შესწავლა დაიწყოთ - ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა მსოფლიოში და პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში აღნიშნული ენის აქტუალურობა.

ორივე კრიტერიუმის გათვალისწინებით წარმოგიდგენთ 7 ყველაზე გამოსაყენებელ ენას (ჩამონათვალში არ შედის ინგლისრი ენა):

  • ესპანური

ესპანურ ენაზე ინგლისურის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი საუბრბს. ესპანური მშობლიურ ენად ითვლება 500 მილიონზე მეტი ადამიანისთვის დაახლოებით 44 ქვეყანაში, რაც მას ყველაზე გამოსაყენებლი ენების ნუსხის თავში აქცევს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც თავად ამერიკის შეერტებულ შტატებში რამდენი ადამიანი საუბრობს ესპანურად, ამ ენას ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ხშირად ამბობენ, რომ ესპანური სასწავლად საკმაოდ მარტივი ენაა, ყოველ შემთხვევაში ამ ენაზე ყველა სიტყვა ისე იკითხება, როგორც იწერება და ისევე იწერება როგორც წარმოითქმის. ამ ენის სწავლა ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანია.

  • ფრანგული

მაშინ, როდესაც კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად ითვლება, ფრანგული ენის ცოდნა ერთი ორად ზრდის თქვენი დასაქმების შანსს და ღირებულებასაც. ფრანგულად მსოფლიოს მასშტაბით 290 მილიონი ადამიანი საუბრობს და საფრანგეთის, კანადის, შვეიცარიის, მონაკოს, ლუქსემბურგისა და სენეგალის ჩათვლით 29 ქვეყნის სახელმწიფო ენაა, რის გამოც ის ნამდვილად გლობალური მნიშვნელობის ენად ითვლება.

აღნიშნული ენა ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციების, აერონავტიკის, ენერგეტიკის და ბევრ სხვა სფეროში დომინირებს. ბევრ ქვეყანას აფრიკის მასშტაბით ფრანგული ერთ-ერთ სახელმწიფო ენად აქვს გამოცხადებული. იგი ასევე ოფიციალური ენაა ნატო-ში, გაერო-ში, ოლიმპიადებსა და წითელ ჯვარში.

  • ჩინური (მანდარინა)

ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 36% ჩინეთში ან ინდოეთში ცხოვრობს. ამ ქვეყნის მოსახლეობა ჯერ კიდევ იზრდება.

ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოსთვის, რის გამოც ჩინური ენა ბოლო პერიოდში ძალიან კონკურენტული და გამოსაყენებელი გახდა. თუ საერთაშორისო ბიზნეს ან საბანკო სფეროში მუშაობა გსურთ, ჩინური სასურველი მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჩინურ ენას 12 ნაირსახეობა აქვს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებული მანდარინია, რომელზეც დაახლოებით 845 მილიონი ადამიანი საუბრობს.

  • გერმანული

გერმანიის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, სწორედ ამიტომ ქვეყანა დასახელებულია როგორც ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა. ის ამერიკისა და გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო პარტნიორ ტოპ ათ ქვეყანას შორისააა ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისითაც. ის ასევე ოფიციალური ენაა ავსტრიისა და შვეიცარიისთვის, რომლებიც ასევე მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებია. მსოფლიოს მასშტაბით, ამ ენაზე 90 მილიონ ადამიანზე მეტი საუბრობს.

  • იაპონური

მიუხედავად იმისა რომ უკანასკნელ წლებში ჩინეთმა იაპონიის ეკონომიკას გაუსწრო, ის მაინც მიიჩნევა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანად. რაც ამ ქვეყნის სალაპარაკო ენას მიმზიდველსა და გამოსაყენებელს ხდის. იაპონური ენა 122 მილიონი ადამიანისთვის მშობლიურ ენად ითვლება. იაპონური ენის ცოდნა განსაკუთრებით იმ ადამიანებს გამოადგებათ, ვინც მანქანათმშენებლობის, კომუნიკაციებისა და ფინანსების სექტორში მუშაობს. იაპონია ავტომობილების მესამე უმსხვილესი მწარმოებელია და ის ისეთი მსხვილი კომპანიების სამშობლოა, როგორებიც "მიცუბიში" და "სოფტბანკია".

  • არაბული

არაბულის პოპულაროაბა მარტივად გასაგებია, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ამ ენაზე 300 მილიონი ადამიანი საუბრობს 57 ქვეყანაში. იმ ქვეყნების დიდი ნაწილი, სადაც არაბულად საუბრობენ ნავთობით მდიდარია, გარდა ამისა, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა დასავლეთის საზოგადოებები აიძულა აღნიშნული ენით უფრო აქტიურად დაინტერესებულიყვნენ.

  • პორტუგალიური

ამ ენაზე არა მხოლოდ პორტუგალიაში, არამედ ბრაზილიაში და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაშიც საუბრობენ, მაგალითად ანგოლაში, რომელიც ბუნებრივი რესურსებით ნამდვილად მდიდარია. ეს ენა განსაკუთრებით პოპულარული ბრაზილიაშია, რომელიც მსოფლიოში მერვე უძლიერესი ეკონომიკაა და აქტიური სავაჭრო კონტაქტები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან.

myquiz