ელტონ ჯონი დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს | Allnews.Ge

ელტონ ჯონი დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ბრიტანელმა კომპოზიტორმა, მომღერალმა და პიანისტმა ელტონ ჯონმა მსოფლიოს ქვეყნებში გასტროლების დასრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. ეს გადაწყვეტილება 70 წლის მომღერალმა ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების სურვილით ახსნა.

როგორც ელტონ ჯონმა ნიუ-იორკში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის გასტროლებს მომდევნო სამ წელიწადში დაგეგმილი 300 კონცერტის გამართვის შემდეგ შეწყვეტს.

"ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა ჩემთვის პრიორიტეტულია ჩემი შვილები, მეუღლე და ოჯახი. ვფიქრობ, ეს სწორი მომენტია იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თაყვანისმცემელს მსოფლიოს მასშტაბით, შემდეგ კი დავემშვიდობო მათ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, თუ 300 კონცერტის გამართვას ვგეგმავ, ესე იგი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია", - განაცხადა ელტონ ჯონმა.

გუშინ გამოცემა "დეილი მირორმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ელტონ ჯონი ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, მსოფლიო ქვეყნებში დაგეგმილ გასტროლებს წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი გასული წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა ის ზაფხულისთვის გადაიდო.

myquiz