ილონ მასკის დედა მოდელი გახდა | Allnews.Ge

ილონ მასკის დედა მოდელი გახდა

საერთაშორისო ფორუმის Fashion Spot-ის მონაცემებით, გაზაფხული-2018-ის სეზონი მოდის ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე ზრდასრული იყო: 50 წლის და ზემოთ ასაკის 27-მა მოდელმა გაიარა პოდიუმზე ნიუ-იორკის, მილანის, პარიზისა და ლონდონის მოდის კვირეულებზე. "ბიბისიმ" მოდის ინდუსტრიაში 50 წელს ზემოთ მყოფი მოდელების მოსვლის ტენდენციის შესახებ "ტესლას" აღმასრულებელი დირექტორისა და ცნობილი ინოვატორის ილონ მასკის დედას მეიე მასკს ესაუბრა.

"უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ვიმუშავე, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში",- აღნიშნა მეიე მასკმა.

ილონ მასკის დედამ სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში სამხრეთ აფრიკაში დაიწყო, თუმცა კარიერაში პიკს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. ის გადაიღეს New York Magazine-ისა და Elle Canada-ს ყდებისთვის, გახდა კოსმეტიკა Clinique-ის სახე, ასევე გააფორმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამოდელო სააგენტო IMG Models-თან.

კარიერული წინსვლის ერთ-ერთ არც თუ უმნიშვნელო მიზეზად მეიე თავის ჭაღარა თმას ასახელებს, რომლის შეღებვაც მან ერთ დღეს უბრალოდ შეწყვიტა. თუ ეს ერთადერთი მსხვერპლი არ არის, რომელზე წასვლაც ამ ქალბატონს და თავის მხრივ პროფესიონალ დიეტოლოგს მოუხდა.

"მიწევს ჩემი რაციონი ყოველდღიურად დავგეგმო, სხვა შემთხვევაში წონაში ძალიან სწრაფად ვიმატებ, არც ისეთი გამხდარი ვარ სინამდვილეში"- აღნიშნავს მეიე მასკი.

მეიე მასკი გადაღებებიდან თავის ფოტოსურათებს აქტიურად აქვეყნებს თავის ინსტაგრამის გვერდზე, სადაც მას დაახლოებით 90 ათასი ხელმომწერი ჰყავს. მეიე მასკი ამბობს, რომ სულაც არ აშინებს თავისი ასაკი და მიუხედავად იმისა, რომ მის ასაკში მოდელებს ნაკლებ კონკურენციასთან ერთად ნაკლები სამუშაოც აქვს, გამოსავალი სოცალური ქსელის დახმარებით გამონახა და აღნიშნა, რომ ინსტაგრამზე თავისი ფოტოების განთავსებითა და ხელმომწერების დაგროვებით, სამუშაო შეთავაზებებს "ქასთინგის" გარეშეც იღებს.

myquiz