რომელია 2018 წლის ფერები? | Allnews.Ge

რომელია 2018 წლის ფერები?

მხიარული, ნათელი, მრავალფეროვანი - ასეთია 2018 წლის ფერთა პალიტრა, რომელსაც დიზაინერები გვკარნახობენ.

ალბათ, ბევრ თქვენგანს გული დასწყდება, რომ შავი ფერი ამ სიაში ვერ მოხვდა, თუმცა არჩევანი საკმაოდ ფართოა, დაწყებული მკვეთრი ყვითლით, დასრულებული ღია ლავანდისფრით.

მოდის სახლების მიერ შემოთავაზებული 2018 წლის ფერთა პალიტრა კი ასეთია:

ფორთოხლისფერი

2018 წლის გაზაფხულზე, სავარაუდოდ, ფორთოხლისფერი ჩვენს გარდერობებს ისევ დაუბრუნდება. ეს ფერი Calvin Klein-მა, Tom Ford-მა და Marc Jacobs-მა თავიანთ კოლექციებში აქტიურად გამოიყენეს. მათ კოლექციებში იყო შუქნიშანივით მკვეთრი ფორთოხლისფერი ჩანთები, ქურთუკები და კაბები.

აღსანიშნავია, რომ ფორთოხლისფერი ქუჩის სტილში უკვე შეინიშნება. მოდის მიმდევრებს ფორთოხლისფერი პალტოები ამავე ტონალობის Bulgari-ის ჩანთასთან აქვთ შეთავსებული. ფორთოხლისფერი ძალიან უხდება შავ ჩექმას ან ზედატანს, თუნდაც თბილი და ყელიანი იყოს.

როგორ ჩავიცვათ ამ ზამთარს? - იხილეთ 2018 წლის ტენდენციები

ყვითელი

ყვითელი ბევრს ძალიან უყვარს, ბევრს კი აღიზიანებს, თუმცა თბილისის ქუჩის მოდაში ყვითელი ჩანთები უკვე აქტიურად შეინიშნება, იქნება ეს ყვავილებიანი, ბაცი, მკვეთრი თუ "ჭუჭყიანი" ყვითელი, რომლის მოყვარულიც არ უნდა იყოთ, ლიმონისფერი, ოქროსფერში გარდამავალი და მდოგვისფერი სამოსი 2018 წელს თვალს აუცილებლად მოგწყვეტთ, რადგან დიზაინერებმა ამ ფერებში შექმნილი ულამაზესი სამოსი და აქსესუარები უკვე წარმოგვიდგინეს. თუ ყვავილებიანი კაბების მოყვარული ხართ და თბილ ამინდს მოუთმენლად ელით, რათა ის კედებთან ერთად ჩაიცვათ, მომავალი წლის ტენდენციები სწორედ თქვენთვისაა. ყვითელი ყვავილებიანი კაბები როგორც კედებს, ისე ქუსლიან ფეხსაცმელს ან ჩექმას უხდება.

ვარცხნილობები, რომლებიც 2018 წელს პოპულარული იქნება

ლავანდისფერი

ტრენდულ ფერებს შორის არ შეიძლება, არ აღინიშნოს ლავანდისფერი, რომელიც Tibi-მ და Michael Kors-მა თავიანთ კოლექციებში აქტიურად გამოიყენეს და გვიჩვენეს, როგორ შეიძლება, ამ ფერებში ელეგანტურად გამოიყურებოდე. როგორც Popsugar-ი იუწყება, 2018 წელს ეს ფერი ყველგან შეგვხდებათ და ყველას გარდერობს დაიპყრობს. თუ მეწამული ფერი მოგწონთ. შეგიძლიათ, ის ლავანდისფერ აქსესუარებს შეუთავსოთ ან პირიქით.

კრემისფერი

ნეიტრალური ფერები საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ელეგანტურები და ამავდროულად, შევინარჩუნოთ მხიარული განწყობა. თუ სამსახურში გაგვიანდებათ და ფერადი აქსესუარებისა და სამოსის ერთმანეთთან შეხამებას ვერ ასწრებთ, კრემისფერი საუკეთესო გამოსავალია, რომელიც Michael Kors-მა თავის კოლექციაში უკვე შემოგვთავაზა.

Popsugar-ის ინფორმაციით, 2018 წლის გაზაფხულზე კრემისფერი როგორც ქალების, ისე კაცებისთვის, საუკეთესო არჩევანი იქნება. მოდის გამოცემები ვარაუდობენ, რომ როგორც კრემისფერი, ისე ჩალისფერი, ყავისფერი და ბაცი ყავისფერი სამოსი როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ მაღაზიებში აქტიურად გამოჩნდება.

საქართველოში ძალიან გვიყვარს შავი ფერი, რომლის კრემისფერთან შერწყმა სასიამოვნო ეფექტს ქმნის. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში კრემისფერი და ყავისფერი პალტო თბილისის ქუჩის მოდაში საკმაოდ დომინანტური იყო, ამიტომ მათ კარადებში როგორც მიმდინარე, ისე მომავალ წელსაც ნუ შეინახავთ.

ვარდისფერი

Tom Ford-მა და Prabal Gurung-მა 2018 წლის გაზაფხულის კოლექციებში ვარდისფერი, როგორც ახალგაზრდული, ისე შედარებით ასაკიანი მოდის მიმდევრებისთვის გამოიყენეს. მისი ჩაცმის ახალი ტენდენცია წითელთან შეხამებაა. თუ სამოსსა და აქსესუარებს გულდასმით შევარჩევთ, წითელი და ვარდისფერი ერთმანეთს მართლაც უხდება.

myquiz