თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში ელდარ შენგელაიას ფილმ "სავარძლის" ჩვენება გაიმართა | Allnews.Ge

თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში ელდარ შენგელაიას ფილმ "სავარძლის" ჩვენება გაიმართა

8 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმ "სავაარძლის" ჩვენება გაიმართა.

ფილმში მოთხრობილია ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, გიორგი მჭედლიშვილის ისტორია, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყველაფერს კარგავს, რაც მისთვის ძვირფასია: ოფისს, მანქანას, შემოსავლის წყაროს და რაც მთავარია - ძალაუფლებას. გიორგის სკამი, რომელიც ცოცხალი არსებაა, სტიმულს აძლევს ყოფილ მინისტრს, რომ ზომები მიიღოს, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოაქვს.

ამ რთულ პერიოდში გიორგი ხვდება ლტოლვილ ქალს - დონარას, რომელსაც ცოლად ირთავს. ახალი მთავრობა გიორგის და მის ოჯახს გამოასახლებს. ყოფილი მინისტრი უპირისპირდება ჯერ მედიას, შემდეგ საკუთარ რძალს.

ფილმის ჩვენების შემდეგ რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ იმ მთავარი მესიჯის შესახებ ისაუბრა, რომლის საზოგადოებამდე მიტანა სწორედ ამ ფილმით სურდა, - "ეს არის მუდმივი თემა - ძააუფლება. "სავარძელი" არის სატირული კომედია, მაგრამ ადამიანი ყოველთვის იბრძოდა ძალაუფლებისთვის შუა საუკუნეებში, სხვა დროს და ჩვენს დროსაც არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში," - განმარტა რეჟისორმა.

შეკითხვაზე, შეძლო თუ სათქმელის მაყურებლამდე მიტანა, რეჟისორი პასუხობს, ეს თვითონ საზოაგდოებამ უნდა განსაზღვროს.

myquiz