და ვინჩის 450-მილიონიანი ნახატის მყიდველი საუდის არაბეთის პრინცი აღმოჩნდა | Allnews.Ge

და ვინჩის 450-მილიონიანი ნახატის მყიდველი საუდის არაბეთის პრინცი აღმოჩნდა

საუდის არაბეთის პრინცი ბაიდერ ბინ აბდულა ბინ მოჰამედ ბინ ფერჰან ალ-საუდი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნახატის საიდუმლო მყიდველი აღმოჩნდა, რომელმაც ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარში "ქრისტის" აუქციონზე 450 მლნ დოლარი გადაიხადა.

"სალვატორი მუნდის" საიდუმლო მყიდველის ვინაობის შესახებ ინფორმაციას "ნიუ-იორკ ტაიმსი" აქვეყნებს.

გამოცემის "თაიმსის" ცნობით კი, სამეფო ოჯახის წევრი პრინცი ბაიდერი კოლექციონერისა და ხელოვნების სიყვარულით ცნობილი არასდროს ყოფილა.

"ქრისტის" აუქციონის წარმომადგენლებმა ტილოს გაყიდვამდე პრინცის ვინაობისა და დამფინანსებლის გაგება სცადეს. როგორც "თაიმსი" წერს, ამ საკითხზე პრინცმა უპასუხა, რომ ის ფლობს ბიზნესებსა და ამავე დროს ერთ-ერთი ქვეყნის პრინცია.

პრინცი ბაიდერი ასევე ცნობილია როგორც საუდის არაბეთის გვირგვინოსანი პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის მეგობარი და თანამბერძოლი. ამ უკანასკნელმა კი ახალახანს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო და 200-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის სამეფო ელიტის წევრებიც. საუბარია 100 მილიარდი დოლარი მითვისებაზე.

გაიცანით საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც ქვეყნის მოდერნიზებას ცდილობს