ფილმები, რომლებსაც, სავარაუდოდ, 2018 წლის "ოსკარის" სხვადასხვა ნომინაციაზე წარადგენენ | Allnews.Ge

ფილმები, რომლებსაც, სავარაუდოდ, 2018 წლის "ოსკარის" სხვადასხვა ნომინაციაზე წარადგენენ

პრესტიჟული ამერიკული კინოპრემიის "ოსკარის" დაჯილდოვებამდე კიდევ ბევრი დროა, რადგან დაჯილდოვების ცერემონია 2018 წლის 4 მარტისთვის არის ჩანიშნული, თუმცა იმაზე თუ რომელი ფილმები იქნება წარდგენილი სხვადასხვა ნომინაციაზე უკვე ახლა და საკმაოდ აქტიურად საუბრობენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წლის საუკეთესო ფილმების არჩევის დიკამიკა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შეიცვალა.

გასულ წელს, ამ დროს ფავორიტი უკვე გამოკვეთილი იყო და ძალიან ცოტა ადამიანს თუ ეპარებოდა ეჭვი, იმაში, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში "ოსკარს" ფილმი "ლა ლა ლენდი" მიიღებდა.

იმედები არ გამართლდა, თუმცა საქმე ეს არაა. მიმდინარე წელს არავის არ აქვს ჩამოყალიებული მოსაზრება რამდენიმე პრეტენდენტი ფილმიდან რომელი მიიღებს ოსკარს.

Allnews.ge წარმოგიდგენთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთაგან ერთ-ერთმა შესაძლოა, დაიმსახუროს წლის საუკეთესო ფილმის სტატუსი "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე.

"დიუნკერკი" - Dunkirk

რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ისტორიული ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ეპოქას ასახავს. ეს ფილმი, შესაძლოა, ამ წლის ფავორიტი გახდეს. ფილმმა მაღალი შეფასება დაიმსახურა მაყუებელსა და კრიტიკოსებს შორის. გარდა ამისა, ფილმში მოთხრობილია ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. თუმცა სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ კრიტიკოსებმა ნიუ-იორკიდან ფილმს სრული იგნორირება გაუკეთეს, რაც შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ გამარჯვების მოპოვების ნაკლები შანსი აქვს. სავარაუდოდ, "დიუნკერკი" საუკეთესო ფილმისა და რეჟისურის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.

"საიდუმლო დოკუმენტები" - The Post

მთავარ როლებში tომ ჰენკსი და მერილ სტრიპი არიან. რეჟისორი კი სტივენ სპილბერგია. თემა: ისტორიული დაპირისპირება პრესის თავისუფლებისთვის. მსახიობების Sემადგენლობა და თემა ფილმს კინომაყვარულებისა და კრიტიკოსებისთვის საკმაოდ მიმზიდველს ხდის. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კინოკრიტიკოსების ეროვნულმა საბჭომ მას პრიზი საუკეთესო ფილმისთვის გადასცა, ასევე ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის. სამწუხარო ის არის, რომ ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსებმა ამ ფილმს ყურადღება ფაქტობრივად არ მიაქციეს.

"სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე მისურიში" - Three Billboards Outside Ebbing, Missouri

ფრენსის მაკდორმანდმა ყურადღება აღნიშნულ ტრაგიკომედიაში მთავარი როლის საუკეთესო შესრულებით მიიქციაა. ფილმმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მაყურებელთა პრიზი მიიღო. თუმცა ამ ფილმთან დაკავშირებით ამერიკის საზოგადოების აზრები გაიყო, რამაც მისი წარმატების შანსი შესაძლოა შეამციროს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფილმი, შესაძლოა, ოსკარის დაჯილდოვებაზე საუკეთესო ფილმისა და სცენარის ნომინაციაზე იყოს წარდგენილი.

"დამიძახე შენი სახელი" - Call Me By Your Name

ფილმში მოთხრობილია მოზარდსა და ახალგაზრდა მეცნიერს შორის გრძნობების გაჩენის შესახებ. მოქმედება იტალიაში ხდება. ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსების ასოციაციამ მას მთავარი პრიზი მიანიჭა. ფილმის ყველაზე ძლიერი მხარე ახალგაზრდა მეცნიერის როლის ტიმოტი ჩალამეტის მიერ შესრულებაა. მან შესაძლოა, "ოსკარი" როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღოს.

Lady Bird

მოზარდი გოგოს რომანტიული და ამაღელვებელი ისტორია. ფილმმა კინოკრიტიკოსების თითქმის 100%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც კინომცოდნეების თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა. არსებობს ვარაუდი, რომ მთავარი როლის შემსრულებელი სირშა რონანი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარს მიიღებს.

"წყლის ფორმა" - The Shape of Water

ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც ამოუცნობი ზღვის ცხოველისა და მუნჯი გოგოს სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ვენეციის კინოფესტივალზე ფილმის პრემიერის შემდეგ, ის სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფილმი საკმაოდ განსხვავდება სტილისა და თემის მიხედვით "ოსკარის" ჯილდოს ტრადიციული პრეტენდენტებისგან.

Get Out

საშინელებათა ფილმი, რომელიც რასიზმის თემაზეა აგებული. კინომცოდნეები ვარაუდობენ, რომ ფილმს აკადემიის ახალგაზრდა წევრები დაუჭერენ მხარს. ფილმი ეკრანებზე წლის დასაწყისში გამოჩნდა, რაც საკმაოდ ნაადრევია იმისთვის, რომ წარმატების სერიოზული შანსი ჰქონდეს.

Darkest Hour

ამ ფილმში გერი ოლდმენმა უინსტონ ჩერჩილის როლი ბრწყინვალედ ითამაშა. მან მაყურებლის დიდი მოწონება როლის ჩინებულად გათავისებისთვის დაიმსახურა. თუმცა მას კინოკრიტიკოსების მხარდაჭერა ჯერ კიდევ არ დაუმსახურებია.

myquiz