მიხეილ გიორგაძე - ძეგლებზე პირბადეების გაკეთების აქცია ძალიან კრეატიული იყო, საერთოდ არ მესმის შეურაცხოფა რა ნაწილში იგულისხმება | Allnews.Ge

მიხეილ გიორგაძე - ძეგლებზე პირბადეების გაკეთების აქცია ძალიან კრეატიული იყო, საერთოდ არ მესმის შეურაცხოფა რა ნაწილში იგულისხმება

პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა საკმაოდ კრეატიულად განხორციელდა, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძეგლებზე პირბადეების გაკეთების აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ აქციაში შეურაცხმყოფელს ვერაფერს ხედავს, რადგან თავად ძეგლებს ზიანი არ მიდგომია.

"ვფიქრობ, რომ პრობლემა იყო საკმაოდ კრეატულად დანახული და ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა საკმაოდ კრეატიულად განხორციელდა. ერთადერთი რაზეც შევწუხდი, იყო ის, რომ იქ იყო ისეთი ძეგლები, სადაც აძრომა და პირბადის დამაგრება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. რომ ჩამოვარდნილიყო ადამიანი დაზიანებას მიიღებდა. ამ ნაწილში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან კრეატიული იყო, მით უმეტეს, საერთოდ არ მესმის შეურაცხოფა რა ნაწილში იგულისხმება, თავად ძეგლს ზიანი არ მიდგომია", - განაცხადა გიორგაძემ.

myquiz