10 ახალი ფილმი, რომელსაც შემოდგომაზე უნდა უყუროთ | Allnews.Ge

10 ახალი ფილმი, რომელსაც შემოდგომაზე უნდა უყუროთ

შემოდგომა ყველა ჩვენგანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სეზონია, რადგან ზაფხულში დასვენების შემდეგ ახალი იდეების გენერირებას, აღდგენილი ძალებით მუშაობას ვიწყებთ.

სეზონი ასეთივე დატვირთულია კულტურული პროგრამითაც, კინოკომპანიებმა ათეულობით საინტერესო ფილმი უკვე შემოგვთავაზეს, რომელთა უმეტესობის ნახვაც აუცილებლად ღირს. შემოდგომაზე გამოსული ფილმებიდან ჩვენ რამდენიმე მათგანი შევარჩიეთ:

The Killing Of Scared Deer/"წმინდა ირმის მკვლელობა"

ფილმი 27 ოქტომბერს გამოვიდა, მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები, კოლინ ფარელი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი ოჯახისა და მოზარდის ურთიერთობაზეა, რომელზეც წყვილმა ზრუნვა დაიწყო, თუმცა ყველაფერი უარესობისკენ მიდის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი, რომელიც თქვენს განწყობაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს.

Darkest Hour/ყველაზე ბნელი საათი

ფილმის მთავარი გმირები არიან გარი ოლდმენი, ბენ მენდელსონი, კრისტინ სკოტ ტომას და გარი ოლდმენი. ეს ახალი ფილმი ეკრანებზე 22 ნოემბერს გამოვა, მანამდე კი მის სიუჟეტს შემოგთავაზებთ: ფილმი მოგვითხრობს ინგლისის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ.

Marshall/მარშალი

ფილმი ეკრანებზე უკვე გამოსულია. ეს ეკრანიზაცია მოგვითხრობს ტერგუდ მარშალის ცხოვრების ისტორიას, სანამ წარმატებებს მიაღწევდა.

მთავარ როლში არიან ჩედვიკ ბოუსმენი, ჯოშ გადი, ქეით ჰადსონი და დენ სტივენსი.

Molly’s Game/მოლის თამაში

ჯერჯერობით, ეკრანებზე არც ეს ფილმი გამოსულა, თუმცა აუცილებლად დაგაინტერესებთ, როდესაც გაიგებთ, რომ ერთ-ერთი მთავარი გმირი კევინ კოსტნერია. ფილმში მთავარ როლებს ასევე ჯესიკა ჩესტაინი და იდრის ელბა ასრულებენ.

ფილმი მგვითხრობს ოლიმპიური კლასის მოთხილამურის, მოლი გუმისა და მისი არალეგალური საქმიანობის შესახებ.

Kinsgman: The Golden Circle/კინგსმენი: ოქროს წრე

ფილმი მოგვითხრობს ჯაშუშთა საიდუმლო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც საიდუმლო კრიმინალური დაჯგუფებისგან მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს.

მთავარ როლებს ჩანინგ ტატუმი, ელტონ ჯონი, ჰოლი ბერი, კოლინ ფერთი, ჯულიან მური, ჯეფ ბრიჯი და პედრო პასკალი ასრულებენ.

"კინგსმენი: ოქროს წრე" ეკრანებზე 22 სექტემბერს გამოვიდა.

Mountain Between Us/მთები ჩვენს შორის

ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი, რომლებიც ავიაკატასტროფას გადაურჩნენ, დაახლოვდებიან და საბოლოოდ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმი მოგითხრობთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს რომანი ველურ პირობებში.

ფილმი 6 ოქტრომბერს გამოვიდა. მთავარი როლის შემსრულებლები კი იდრის ელბა და ქეით უინსლეტი არიან.

Blade Runner 2049/დანის პირზე მორბენალი 2049

ოფიცერი K გაიგებს საიდუმლოს, რომლის მეშვეობითაც 30 წლის წინ დაკარგულ ფორდს რიკ დეკარდის აღმოჩენაში დაეხმარება. ფილმი ცნობილი 1982 წლის ეკრანიზაციის გაგრძელებას წარმოადგენს.

Thor: Ragnarok/"თორი: რაგნაროკი"

ფილმში თორის მისიას წარმოადგენს ასგარდის ჰელასგან გადარჩენა. ახალი თორის მთავარი გმირები არიან ბენედიქტ კამბერბეჩი, ტომ ჰიდლესტონი, იდრის ელბა, ქეით ბლანშეტი, კრის ჰემსვორთი, ჯეიმი ალექსანდერი და ენტონი ჰოპკინსი.

აღსანიშნავია, რომ "თორი: რაგნაროკი" 3 ნოემბერს გამოვიდა და ბევრი გავლენიანი მედიასაშუალების მოწონება უკვე დაიმსახურა.

Murder On The Orient Express/მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში

ფილმი აგებულია აგათა კრისტის ცნობილი რომანის მიხედვით. როგორც წიგნშია მოთხრობილი, მკვლელობა მატარებელში ხდება, რომელსაც დეტექტივი იძიებს.

ფილმი დახუნძლულია ვარსკვლავებით. კერძოდ, მთავარ როლებს ასრულებენ მიშელ პფაიფერი, კენეტ ბრანა, უილემ დეფო, პენელოპა კრუსი, ჯუდი დენჩი, ჯონი დეპი, ჯონ გედი, ლესლი ოდომ და დეიზი რიდლი.

"მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" ეკრანებზე 10 ნოემბერს გამოვიდა.

Justice League/სამართლიაონობის ლიგა

ბეტმენი და ქალი საოცრება (Wonder Woman) სუპერგმირთა გუნდს კრებენ, რომელთა შემადგენლობაში სუპერმენიც შედის. სუპერგმირთა გუნდი ახალი ბოროტების დასამარცხებლად იბრძვის.

"სამართლიანობის ლიგა" 17 ნოემბერს გამოდის. მთავარ როლებს ასრულებენ ბენ აფლეკი, გალ გადოტი, ჰენრი კავილი, ეზრა მილერი, ჯეისონ მომოა, ემი ადამსი, უილემ დაფო, ჯეს ეიზენბერგი, ჯერემი აირონსი, დაიან ლეინი და ჯეი ქეი სიმონსი.

myquiz