ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ | Allnews.Ge

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჰერმესის" წარმომადგენლებმა განუცხადეს.

ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს დაკრძალავენ. პანაშვიდები ოჯახში დღესაც, 17:00 საათზე გაიმართება.

პოეტს 9 ნოემბერს, 11:00 საათისთვის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება და სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

myquiz