ბიორკის ახალი ალბომი კრიპტოვალუტის სანაცვლოდ იყიდება | Allnews.Ge

ბიორკის ახალი ალბომი კრიპტოვალუტის სანაცვლოდ იყიდება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური შემსრულებლის, ისლანდიელი მომღერლის ბიორკის მეცხრე სტუდიური ალბომი 24 ნოემბერს გამოვა. მაგრამ ვინც ალბომის iTunes-სა თუ სხვა მუსიკალურ სერვისებში, CD-ზე ან ვინილზე ყიდვას აპირებს, ამას ვერ შეძლებენ.

ბიორკის ახალი ალბომი მხოლოდ კრიპტოვალუტის სანაცვლოდ გაიყიდება.

ბრიტანულ ბლოქჩეინ-სისტემა Blockpool-თან ერთად ბიორკი მსმენელებს საკუთარი ალბომის საფასურის ოთხი სხვადასხვა კრიპტოვალუტით - Bitcoin-ით, Litecoin-ით, Dashcoin-ით და Audiocoin-ით გადახდას სთავაზობს.

ამასთან ყველას, ვინც მომღერლის ახალი ალბომი წინასწარ შეუკვეთა, საჩუქრად Audiocoin-ის 100 მონეტა გადაეცემა.