თუ რამდენიმე თავისუფალი წუთი გაქვთ, ამ მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს შეავლეთ თვალი | Allnews.Ge

თუ რამდენიმე თავისუფალი წუთი გაქვთ, ამ მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს შეავლეთ თვალი

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს 1932 წლიდან ავლენენ. 1932-1971 წლებში ამ კატეგორიას "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაცია", 1972-1974 წლებში - "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია", ხოლო 1975 წლიდან კატეგორიას "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი (ანიმაცია)" დაერქვა.

თავდაპირველად ჯილდოს პროდიუსერი ან მწარმოებელი კომპანია იღებდა. რეჟისორებმა ჯილდოს მიღება მხოლოდ 1989 წლიდან დაიწყეს.

წარმოგიდგენთ ამ კატეგორიაში ბოლო ათწლეულის გამარჯვებულებს.

პეტია და მგელი / Peter and the Wolf (2007)

რეჟისორი: სიუზი ტემპლტონი

ბიჭუნა პეტია ბაბუასთან ერთად ტყის ნაპირზე მდებარე სახლში ცხოვრობს. ბაბუა მას სახლიდან გასვლას უკრძალავს, ამიტომ პეტია სხვა ბავშვებთან არ მეგობრობს. მისი მეგობრები ბატი და ჩიტი არიან. მაგრამ პეტიას ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს და ის თავგადასავლების საძებნელად სახლიდან გარბის...

სახლი პატარა კუბიკებისგან / La Maison en Petits Cubes (2008)

რეჟისორი: კუნიო კატო

მთავარი გმირი მარტოხელა მოხუცია. იმის გამო, რომ მისი სახლის გარშემო წყლის დონე მაღლდება, ის იძულებულია მუდმივად ახალი სახლები აიშენოს, ერთი მეორის თავზე. ერთხელაც ის წყალში გადახტება, რათა ერთ-ერთ ქვედა სართულზე მოხვდეს. ყოველი სართული კი მისი მოგონებების ნაწილს ინახავს.

ლოგორამა / Logorama (2009)

რეჟისორი: ფრანსუა ალო

ფილმი მოგვითხრობს ორი პოლიციელის თავგადასავალს, რომლებიც ქალაქში შეიარაღებულ დამნაშავეს მისდევენ. ფილმში ყველა გმირი და ნივთი აღებულია ცნობილი ლოგოებიდან.

უპატრონო ნივთი / The Lost Thing (2010)

რეჟისორები: ენდრუ რუემანი და შონ ტანი

მულტფილმი წარმოადგენს საბავშვო ილუსტრირებული წიგნის ეკრანიზაციას. მოქმედება ხდება "პოსტაპოკალიპტურ" მელბურნში, როცა ბიჭი, რომელიც ბოთლების თავსახურებს აგროვებს, ქმნილებას ხვდება. ქმნილება წარმოადგენს მექანიკური დიდი ქოთნისა და ცოცხალი რვაფეხა/კიბორჩხალის ნაზავს, რომელსაც ბიჭი "დაკარგულ ნივთს" ეძახის. იგი ცდილობს ამ ქმნილების წარმომავლობა გაარკვიოს

მისტერ მორის ლესმორის საოცარ მფრინავ წიგნებზე / The Fantastic Flying Books of Mr. Morris Lessmore (2011)

რეჟისორი: უილიამ ჯოისი

ანიმაცია მოგვითხრობს არაჩვეულებრივ ქვეყანაზე, სადაც ცოცხალი წიგნები ცხოვრობენ. დიდები და პატარები, ახლები და ძველები, მხიარულები და მოწყენილები - მათ ყველას სურთ, რომ საჭირონი იყვნენ, კითხულობდნენ, ზრუნავდნენ და უფრთხილდებოდნენ.

ქაღალდის კაცი / Paperman (2012)

რეჟისორი: ჯონ კარსი

მეოცე საუკუნის 50-იანი წლები, ნიუ-იორკი. მარტოსული ახალგაზრდა მამაკაცი სადგურის პლატფორმაზე დგას. ერთი წამიც - და ბედი მას ისეთ საოცარ შანსს მისცემს, როგორიც ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ის დაინახავს გოგონას, რომლის გამოხედვაც უმალ დაიპყრობს მის გულს. მაგრამ ოცნების გოგონა ისე სწრაფადვე გაქრება, როგორც გაჩნდა. ექნება თუ არა მას მეორე ცდა?

ბატონი ჰაბლოტი / Mr Hublot (2013)

რეჟისორები: ლორენ უიტცი და ალექსანდრ ესპიგარესი

ისტორია ბატონ ჰაბლოტზე - ძალიან ჩაკეტილ და მარტოსულ ადამიანზე, მისი ცხოვრება მალე შეიცვლება როცა გამოჩნდება რობოტი ძაღლი.

მენიუ / Feast (2014)

რეჟისორი: პატრიკ ოსბორნი

ძაღლი სახელად ვინსტონი საჭმლის მეშვეობით მისი პატრონისა და საუკეთესო მეგობრის სასიყვარულო ისტორიას.

დათვის ისტორია / Historia de un oso

რეჟისორი: გაბრიელ ოსორიო

მოხუცი დათვი ყოველდღე მიდის ქუჩის ბოლოში, მის შექმნილ პაწია მარიონეტულ თეატრთან. მას სურს ყველას მოუყვეს მისი ცხოვრების ისტორია.

მგალობელი ჩიტი / Piper

რეჟისორი: ალან ბარილიარო

დედა ჩიტი ცდილობს შვილს საკვების დამოუკიდებლად მოპოვება ასწავლოს.

myquiz