Netflix ახალ შოუს Simpsons-ის შემქნელებთან ერთად გადაიღებს | Allnews.Ge

Netflix ახალ შოუს Simpsons-ის შემქნელებთან ერთად გადაიღებს

Netflix ახალ ანიმაციურ კომედიას Simpsons-ის შემქნელთან, მეთ გროენინგთან ერთად გადაიღებს. ანიმაციას Disenchantment ერქმევა და მასში 20 ეპიზოდი იქნება წარმოდგენილი.

სერიალში მაყურებელი იხილავს, როგორ ვითარდება მოვლენები შუა საუკუნეების სამეფო Dreamland-ში , სადაც ანიმაციის გმირები ახალგაზრდა პრინცესა ბინს, მის მეგობარ ელფ ელფოს და მის პირად დემონ ლუსის შეხვდებიან.

Disenchantment-ის ძირითადი თემატიკა სიცოცხლე და სიკვდილი, სიყვარული და სექსი იქნება. გარდა ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეპიზოდები იუმორით იქნება გაჯერებული.

სერიალის პრემიერა 2018 წელს გაიმართება.

myquiz