ბიონსემ ტყუპების პირველი ფოტო გამოაქვეყნა | Allnews.Ge

ბიონსემ ტყუპების პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ბიონსემ ახალშობილი ტყუპების პირველი ფოტო გამოაქვეყნა. მომღერალმა შვილები ფართო საზოგადოებას მას შემდეგ აჩვენა, რაც ტყუპებს ერთი თვე შეუსრულდათ.

ბიონსემ და ჯეი ზიმ ბავშვებს სერ კარტერი და რუმი დაარქვს. instagram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, სამი შვილის დედას იასამნისფერ ყვავილებიან გრძელ მატერიაში ტყუპები ჰყავს გახვეული, თავად კი ლურჯ ვუალშია გამოწყობილი.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, გამოქვეყნებიდან 1 საათში ფოტომ 2 მილიონი მოწონება დაიმსახურა.

ბიონსესა და რეპერ ჯეი ზის კიდევ ერთი შვილი 5 წლის ბლუ ივი ჰყავთ.

myquiz