შავკანიანი მოდელი, რომელსაც ბარბისგან ვერ განასხვავებთ
სამოდელო კარიერა წარმატებით დაიწყო, თუმცა მასზე უარი მოულოდნელად თქვა. მიზეზი მისი გარეგნობა და სოციალური ქსელებში არსებული დიდი თუმცა, ნაწილობრივ, უარყოფითი გამოხმაურება გახდა. 21 წლის სამხრეთ სუდანელი მოდელი დაკი ტოტი, რომელიც ავსტრალიაში გაიზარდა იხსენებს, რომ სოციალურ ქსელში მისი გარეგნობის, კანის ფერის, თმისა და წონის გამოც კი დასცინოდნენ. მაგრამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ბარბისთან მსგავსების გამო მიიპყრო.
"ტვიტერზე" მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს არც თუ იშვიათად სდევს კომენტარები, სადაც მომხმარებლები საკუთარ დაბნეულობას არ მალავენ და ხმამაღლა ამბობენ რომ ბარბისგან მისი გარჩევა უჭირთ. მომხმარებელთა ერთი ნაწილი მას სრულიად მომხიბლავად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი ცინიკურ დამოკიდებულებას არ მალავს.
დაკი ტოტი სოციალურ ქსელ ინსტაგრამს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, ამბობს რომ საზოგადოების რეაქციასთან გამკლავება ისწავლა. მოდელი სურვილს გამოთქვამს რომ მოდის ინდუსტრიში შავკანიან ქალებს გზა გაუკვალოს, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მათი წარმომადგენლობა ამ ინდუსტრიაში მინიმალურია, თანაც ისინი ჯერ კიდევ ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი.



