ზაფხულში წასაკითხი წიგნები, რომლებიც 5-დან 8 წლამდე ბავშვებს დააინტერესებთ | Allnews.Ge

ზაფხულში წასაკითხი წიგნები, რომლებიც 5-დან 8 წლამდე ბავშვებს დააინტერესებთ

ზაფხული და დასვენება, სხვა სიკეთეებთან ერთად, წიგნის კითხვისთვის ყველაზე შესაფერის სეზონადაც ითვლება. უფროსმაც და უმცროსმაც ნამდვილად უნდა ისარგებლონ თავისუფალი დღეებით, მათ შორის სულ პატარა მკითხველმაც. ვინაიდან პატარებს გამართულად კითხვა უჭირთ, სასურველია პროცესში უფროსიც ჩაერთოს. პატარას ან თავად უნდა წაუკითხოთ ან "შეეშველოთ" და რიგრიგობით იკითხოთ გვერდები.

პატარა მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ასაკის შესაფერისი წიგნები შესთავაზოთ. როგორც ყოველ ზაფხულს, წიგნების მაღაზია "ბიბლუსი" ამჯერადაც გთავაზობთ არჩევანს, თუ რომელი წიგნები ჯობს 5-8 წლის ასაკის ბავშვებისთვის.

1. თოვლის გუნდას ამბები - ჯანაშია გულეური

თოვლის გუნდა ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. ფუმფულა, მხიარული და ცოტათი სევდიანიც. სხვა ბავშვები დიდი ხნის წინ იცნობდნენ, თქვენ კი ახლა გაიცნობთ. დამეგობრდით, ითამაშეთ მასთან და ბევრ ფათერაკს გადაეყრებით. რაც მთავარია, თოვლის გუნდა მარტო არ არის.

2. ელისი საოცრებათა ქვეყანაში

ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ალისამ დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა...

3. პატარა ქალაქის ზღაპრები - გურამ პეტრიაშვილი

ეს არის წიგნი პატარა ქალაქზე, სადაც შეხვდებით ყველას გარდა ბოროტი ჯადოქრებისა და კუდიანებისა. აქ ცხოვრობს კაცი, რომელმაც ქარი დაიმორჩილა, მხიარული მღებავიც ამ ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ბავშვების ოთახებს ფერადი ყვავილებითა და მხიარული ფიგურებით ახალსიებს. აქ ბალერინასაც შეხვდებით, რომელიც სცენას დაემშვიდობა, მაგრამ მაინც ძძველებურად უყვარს ცეკვა. პატარა ქალაქში უამრავ განსხვავებულ პერსონაჟს შეხვდებით და ყველა ერთად საოცარ ზღაპრებს მოგიყვებიან.

4. ზღაპრები ბიჭებისთვის

ჩემი პატარა წიგნი" ბალიშა წიგნების ახალი სერიაა, რომელიც სპეციალურად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის სამ-სამ წიგნად დაიწერა, ლამაზად დასურათებული ზღაპრები გოგონებს პრინცესებზე და ფერიებზე, ბიჭებს კი მანქანებზე და საინტერესო თავგადასავლებზე მოუთხრობს.

5. ზღაპრები გოგონებისთვის

ჩემი პატარა წიგნი" ბალიშა წიგნების ახალი სერიაა, რომელიც სპეციალურად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის სამ-სამ წიგნად დაიწერა, ლამაზად დასურათებული ზღაპრები გოგონებს პრინცესებზე და ფერიებზე, ბიჭებს კი მანქანებზე და საინტერესო თავგადასავლებზე მოუთხრობს.

6. ზღაპრები - ძმები გრიმები

წიგნში თქვენი საყვარელი ზღაპრები გელოდებათ და კიდევ - ლამაზი ნახატები . აქ სიკეთე ბოროტებას ამარცხებს , ცხოველები ადამიანებივით საუბრობენ და პრინცესებს ღარიბი ჭაბუკები უყვარდებათ... და ისე, როგორც ყველა ზღაპარში , ყველაფერი ბედნიერად სრულდება.

7. ოლივერი და პეჩი - კლერ ფრიდმენი

მოწყენილი ოლივერი დაკარგულ პეჩს პოულობს.ცუგა მისი განუყრელი მეგობარი ხდება. ბიჭი ხვდება, რომ პატრონი აუცილებლად მოძებნის თავის საყვარელ ძაღლს...ლამაზი და სევდიანი ამბავი მეგობრობაზე ბავშვებსა თუ დიდებს თანაბრად აუჩუყებს გულს.

8. სახურავის ბინადარი კარლსონი - ასტრიდ ლინდგრენი

სვანტესონების ოჯახი სტოკჰოლმის ერთ-ერთი სახლის მეოთხე სართულზე ცხოვრობს. მათ სამი შვილი ჰყავთ, ყველაზე პატარა ბიჭუნაა. ბოსე და ბეტანი მასზე ბევრად უფროსები არიან. ბიჭუნას სახურავის ბინადარი კარლსონი რომ არ ჰყოლოდა, სულ მარტო იქნებოდა.

9. ეზოპეს 200 იგავი

ეს იგავ-არაკები ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებს მოუსმენიათ. შეუერთდით მათ და წაიკითხეთ საინტერესოდ მოთხრობილი ბრძნული ისტორიები. ისინი შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაცოცხლებული და მთავრდება ისეთი რჩევა-დარიგებებით, თქვენ რომ გამოგადგებათ. მაშ, გადაშალეთ წიგნი და კითხვას შეუდექით!

10. ძმები ლომგულები - ასტრიდ ლინდგრენი

საბავშვო ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსის ეს განსაკუთრებული ზღაპარი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. წიგნი ორი ძმის - ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს - მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის…

myquiz