ფილმები მეორე მსოფლიო ომზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ | Allnews.Ge

ფილმები მეორე მსოფლიო ომზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

შინდლერის სია (Schindler’s List)

კინოკრიტიკოსების მოსაზრებით, ეს სტივენ სპილბერგის საუკეთესო ნამუშევარია. შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ფილმი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას სცემს პასუხს-შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს რამის შეცვლა? საპასუხოდ კი გერმანელის ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერისა და მისი დამხმარის, შტერნის ისტორიას გვიყვება, რომლებმაც ასობით ებრაელი გეტოდან საკუთარ წარმოებაში დასაქმების წყალობით დაიხსნეს.

იხილეთ : "წითელპალტოიანი გოგონას" ნამდვილი ისტორია- პერსონაჟი "შინდლერის სიიდან", რომელსაც რეალური პროტოტიპი ჰყავს

მზის იმპერია (Empire of the sun)

ამერიკული მხატვრული ფილმია, რომელიც ჯეიმს ბალარდის ამავე სახელწოდების, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი ეკრანებზე 1987 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი სტივენ სპილბერგია, მთავარ როლებს კრისტიან ბეილი, ჯონ მალკოვიჩი და მირანდა რიჩარდსონი ასრულებენ. ბეილი შანხაიში შეძლებული ოჯახის შვილის, ბრიტანელი ბიჭის, როლს ასრულებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას იაპონიაში დააკავეს და საგანგებოდ შექმნილ ბანაკში გადაასახლეს. ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც ომის შედეგების გადატანასა და გადარჩენას ცდილობენ.

უსახელო ნაბიჭვრები (Inglorious Basterds)

bk0gyljlneasbpqzxpgtwleyigq-1631022762.jpg

კუენტინ ტარანტინოს ეს ფილმი საფრანგეთსა და გერმანიაშია გადაღებული და 1941-44 წლების მოვლენებს აღწერს. ფილმი რომლის ეკრანიზაციაც 2009 წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა, ებრაული წარმოშობის ამერიკულ სამხედრო დაჯგუფებაზე მოგვითხრობს. "უსახელო ნაბიჭვრების" მთავარი მიზანი, ოკუპირებულ საფრანგეთში მოქმედება და ნაცისტების ყველაზე სასტიკი გზით მოკვლა და დემორალიზებაა. ფილმში მთავარ როლს ბრეტ პიტი ასრულებს.

რიგითი რაიანის გადასარჩენად (Saving Private Ryan)

სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელმაც დღის სინათლე 1998 წელს იხილა, ამერიკული ეპიკური სამხედრო დრამაა, მეორე მსოფლიო ომზე. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ფილმი ისეთ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელიც ომის დროს, ძმებ ნილანდებს შეემთხვათ. ფილმი ომის ვეტერანის მოგონებებზე მოგვითხრობს, რომელმაც სხვა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ნორმანდიის ოპერაციის დროს, ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა

პიანისტი (The Pianist)

რომან პოლანსკის ამ ფილმმა პალმის რტო და სამი ოსკარი მოიპოვა. ავტობიოგრაფიული ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და პოლონეთში მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტის, ვლადისლავ შპილმანის ისტორიას მოგვითხრობს. მისი ცხოვრება პოლონეთში ნაცისტების შეჭრის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა. პიანისტი გეტოში მოხვდება, თუმცა, იმედს არ კარგავს და სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ცხოვრება მშვენიერია (Life Is Beautiful)

ფილმი იტალიაში მცხოვრებ ებრაელ გვიდოზე გვიყვება, რომელიც წიგნების მაღაზიას ფლობდა, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის საშინებლება კარზე მასაც მიუკაკუნებს. გვიდო თავის შვილთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში ხვდება. ფილმში ყველაზე ღირებული მამა-შვილის ურთიერთობა და გვიდოს გამაოგნებელი წარმოსახვის უნარია, რომელიც ბანაკის საშინელებას შვილისთვის მხიარულ თამაშად აქცევს. ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად რობერტო ბენინია.

იხილეთ: ვინ არის ფილმ "ცხოვრება მშვენიერიას" პატარა გმირის პროტოტიპი და როგორ ემალებოდა 3 წლის ბავშვი ფაშისტებს სინამდვილეში

ბუნკერი (Downfall)

გერმანელი რეჟისორი ოლივერ ჰირშბიგელის ფილმი, მესამე რაიხის და მისი ფიურერის — ადოლფ ჰიტლერის ბოლო დღეებზე. ფილმი დაფუძნებულია ჰიტლერის პირადი მდივნის, ტრაუდლ იუნგეს მოგონებებზე და ისტორიკოს იოახიმ ფესტის წიგნზე Der Untergang. ფილმის გადაღება ბერლინში, მიუნხენში და სანკტ-პეტერბურგში მიმდინარეობდა. ფილმმა ოსკარი უცხოურ ენაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოიპოვა.

ვიწრო წითელი ხაზი (The Thin Red Line)

eb19990108reviews901080302ar-1631022862.jpg

მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ამერიკული სამხედრო დრამა. ჯეიმს ჯონსის იმავე დასახელების რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც წყნარ ოკეანეში გუადალკანალისთვის იბრძვიან.