წიგნი წყალივით გვჭირდება - ბიბლუსის 53-ე ფილიალი ბორჯომში გაიხსნა | Allnews.Ge

წიგნი წყალივით გვჭირდება - ბიბლუსის 53-ე ფილიალი ბორჯომში გაიხსნა

7 აპრილს ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას წყალ "ბაკურიანს" ურიგებდნენ. რა თქმა უნდა, ამით ისინი ვერ გავაკვირვეთ, თუმცა მასზე დატანილმა მოსაწვევებმა კი საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. წყალზე მიმაგრებული მოსაწვევი "ბიბლუსის" ახალი ფილიალის გახსნას იუწყებოდა. თითქმის ყველა ასაკის ბორჯომელმა თავი რუსთაველის 28 ნომერში მოიყარა. ბორჯომში "ბიბლუსის" 53ე ფილიალი გაიხსნა.

"ბიბლუსის" გახსნაზე მისულებისთვის რამდენიმე ნაწილიანი ღონისძიება იყო დაგეგმილი. 1 საათზე, საზეიმოდ ლენტი უნდა გაჭრილიყო, თუმცა ორის  ნახევრამდე არ მოხერხდა, რადგან მაღაზია სავსე იყო ადიანებით, რომელთაც სურდათ, ის წიგნი შეეძინათ, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანი ელოდნენ. ამ სურვილს თან ისიც დაერთო, რომ მათთვის გადაცემულ მოსაწვევებზე 30 პროცენტიანი ფასდაკლება იყო დატანილი 100 ბესტსელერზე.

საბოლოოდ, ლენტი წიგნის მაღაზიათა ქსელის დირექტორმა, ირაკლი გაგნიძემ, და ბორჯომის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ გაჭრეს.

"დიდი ხანი ველოდით "ბიბლუსის" გახსნას, დაინტერესება ხალხისგან ძალიან დიდი იყო და თქვენც ხედავთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. ძალიან გახარებულები ვართ და იმედი გვაქვს "ბიბლუსი" კიდევ განავრცობს თავის ქსელს" - გნაცხადა ანზრორ სვანიძემ.

ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი თბილისელ ლიბერთინსელებთან და მათი საყვარელი წიგნების მთავარ მთარგმნელთან ნინო შეყილაძესთან შეხვედრა იყო. "ლიბერთინსის" რიგები ახლა ბორჯომელი თინეჯერებითაც შეივსო.

"პირველ რიგში ის მიხარია, რომ ახლა წიგნის საყიდლად ხაშურში აღარ მომიწევს წასვლა და შემიძლია, რომელი წიგნიც მინდა ის ვიყიდო ბორჯომშივე. ისიც მახარებს, რომ ახლა მე გავხდი ლიბერთინსელი და ჩვენ შევეცდებით, ბორჯომიც ისეთივე აქტიურიური იყოს ამ მხრივ როგორც თბილისი "- ნანა მოსიაშვილი.

არც პატარა სტუმრები დარჩენილან უყურადღებოდ. სანამ უფროსები მათთვის წიგნებს იძენდნენ, მათ ზღაპრის სხვადასხვა გმირები ეხმარებოდნენ გართობაში.

საერთო ჯამში, ღონისძიება დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, იმაზე კი ყველა ერთად შევთანხმდით, რომ #წიგნი წყალივით გვჭირდება.

 

myquiz