თუ თავის დროზე "ნათლიამ" თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩაუჯექით "გომორას" | Allnews.Ge

თუ თავის დროზე "ნათლიამ" თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩაუჯექით "გომორას"

ჩირო ტრადიციებს უგულებელყოფს და დანაშაულებრივი სინდიკატის მომდევნო ბოსის სტატუსის მოპოვებას ცდილობს. შიდა დაპირისპირებები მას და მის მთელს ოჯახს საფრთხეში აყენებს.

"გომორა" 2014 წლის იტალიური სატელევიზიო კრიმინალური დრამაა. ის რობერტო სავიანოს იმავე დასახელების წიგნის ეკრანიზაციაა.

სერიალში აქცენტი ორგანიზებულ დანაშაულზე, განგსტერების, ნარკოდილერებისა და ჩვეულებრივი ადამიანების ურთიერთობაზეა გაკეთებული.

2014 წლის 6 მაისიდან მოყოლებული გომორა Sky Italia-ზე გადის და მის ყველა ეპიზოდს 1,2 მილიონი მაყურებელი ჰყავს. სერიალის ეკრანიზაციის უფლება 130 ქვეყანაშია გაყიდული, მათ შორის საქართველოც.

თუ თავის დროზე მარიო პიუზოს "ნათლიამ" თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იტალიური მაფიისადმი ინტერესი აღგიძრათ #ჩაუჯექით გომორას ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 21:00 საათზე GDS-ზე.

myquiz