თანამედროვე ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებები | Allnews.Ge

თანამედროვე ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებები

თანამედროვე ქართული ლიტერატურა ბევრ სანტერესო და მრავალფეროვან ნაწარმოებს მოიცავს. საუკეთესო ნაწარმოებებთან დაკავშირებით, Allnews.ge ქართველ ავტორებს ესაუბრა, რომლებმაც მათთვის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული წიგნები დაასახელეს.

აკა მორჩილაძის "გადაფრენა მადათოვზე და უკან", მწრლებმა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნიეს, რომელმაც "დასავლური პოსტმოდერნიზმის აუთენტური ფორმა მიიღო".

 ლაშა ბუღაძის თქმით, 2008 წლის შემდეგ დაწერილი ტექსტებიდან მნიშვნელოვანია თამთა მელაშვილის "გათვლა".

"დრამატურგიაში გამოვყოფდი დათო გაბუნიას პიესებს, იმიტომ რომ განსხვავებული და ორიგინალური ავტორია და ახალი სუნთქვა შემოიტანა ქართულ დრამატურგიაში"-აღნიშნა ბუღაძემ.

დრამატურგ დათო გაბუნიას აზრით, "ნაირა გელაშვილი არის თითქმის ერთადერთი ქალი მწერალი პროზაში, რომელმაც მოახერხა მოჯადოებული წრის გარღვევა და კაცების გვერდით, რომლებიც ყველგან დომინირებენ, თავის დამკვიდრება შეძლო. მისი თქმით, 21-ე საუკუნის ლიტერატურაში აკა მორჩილაძის მსგავსად, პოსტმოდერნისტული სტილის დამკვიდრების მცდელობა ზაზა ბურჭულაძის "სიმფსონები" იყო.

"დრამატურგიაში ძალიან მნიშნელოვანია ლაშა ბუღაძე. მას ქართული დრამატურგიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მან შეძლო ქართულ ლიტერატურაში ეს საკმაოდ ჩამორჩენილი ჟანრი გაეთანამედროვებინა. პოეზიაში გამოვყოფდი მაია სარიშვილს,"ეს არის ძალიან გამორჩეული და თვითმყოფადი ავტორი, რომელიც არავის ჰგავს,"-განმარტა დათო გაბუნიამ.

მწერალ თამთა მელაშვილის თქმით, ეკა ქევანიშვილი 21-ე საუკუნის ლიტერატურაში სოციალური პოეზიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია.

"ლია ლიქოკელი გამორჩეულია ქალური პოეზიისთვის, მისი საუკეთესო ნაწარმოები კი "გოგოობის კანონია."არჩილ ქიქოძე ნაწარმოებით, "ჩიტის და კაცის ამბავი," გამორჩეულია ყველაზე სევდიანი და გულით მოყოლილი კაცური ამბის გამო". ანა კორძაია სამადაშვილს კი დაუვიწყარი გმირები ჰყავს "ვინ მოკლა ჩაიკაში"-აღნიშნავს ის.

ჩამოთვლილი მწერლები ჩვენი თანამედროვეები არიან, რომელთა ახალი ნაწარმოებების წაკითხვის საშუალებაც, სავარაუდოდ, მომავალშიც გვექნება.

სტატიის ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი

ინფოგრაფიკა: ნარიტა ჩხაიძე

myquiz