ძვირფასი საჩუქრები, რომლებსაც "ოსკარის" ნომინანტები დაჯილდოვების საღამოზე იღებენ | Allnews.Ge

ძვირფასი საჩუქრები, რომლებსაც "ოსკარის" ნომინანტები დაჯილდოვების საღამოზე იღებენ

26 თებერვალს ოსკარის რიგით 89-ე ცერემონია გაიმართება. "ოსკარებზე" წამყვანების და საღამოზე გამოსული შემსრულებლების დასაჩუქრება უკვე ტრადიციად იქცა. ბოლო წლებში საჩუქრები ნომინანტებსა და გამარჯვებულებსაც გადაეცემათ.

"საჩუქრების" საერთო ღირებულება ხშირად ათი ათასობით დოლარს აღწევს. "ოსკარების საჩუქრების ჩანთაში" ყველაზე ხშირად შედის დასვენების ტურები ჰავაიზე, მექსიკაში და იაპონიაში, სადილი მეგობრებთან ერთად ფეშენებლურ რესტორნებში, აიფონები, ფლანშეტები, ნომერი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში.

ამის გარდა საჩუქრების პაკეტში შედის: შვეიცარიული საათები, სამაჯურები, სპა ცენტრებში მომსახურება, ბოთლი არაყი და ა.შ. ხდება ისეც, რომ ზოგიერთი საჩუქარი საკმაოდ "სარისკოა". ასე მაგალითად, 2014 წელს სექსუალური სახის სხვადასხვა პროდუქციის დისტრიბუტორმა, "ადამ და ევა" (Adam & Eve) ოსკარების ღამის მონაწილეებს თავისი სკანდალური საჩუქრებიც გადასცა.

"ფორბსის" ცნობით, ყოველივე ამის გამო, წელს სასაჩუქრე კალათის ღირებულება შემცირდა და  დაახლოებით, 100 000 დოლარი იქნება.

წლევანდელ სასაჩუქრე კალათში ყველაზე ძვირიანი საჩუქარი კალიფორნიულ რანჩოზე სამდღიანი დასვენებაა, რომლის ფასიც 40 000 დოლარია.

აგრეთვე წლევანდელ სასაჩუქრე კალათში ნომინანტებს დახვდებათ 1-კვირიანი სპა მომსახურების ვაუჩერი - 8 850 დოლარი,

3-დღიანი დასვენება სასტუმრო "ექსელსიორში" - 5000 დოლარი, 10 სესია სელებრითების მწვრთნელ ალექსის სელეცკისთან - 900 დოლარი, 14-კარატიანი ოქროსა და ბრილიანტის სამაჯური და სხვა ძვირფასი საჩუქრები.

myquiz