"შერლოკი" ახალ სეზონში თბილისში მომხდარ მოვლენებს იძიებს | Allnews.Ge

"შერლოკი" ახალ სეზონში თბილისში მომხდარ მოვლენებს იძიებს

სერიალ "შერლოკის" მეოთხე სერიის პირველ ეპიზოდში მთავარი გმირი, დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ექვს წლის წინ მომხდარ შემთხვევას იძიებს.

სანამ დეტექტივი მისი დაუძინებელი მტერის, ჯეიმს მორიარტის მორიგ ნაბიჯებს ელის, იგი მისტიკური, სკოტლენდ იარდისთვის დამაბნეველი შემთხვევის წინაშე აღმოჩნდება. შერლოკი ინტერესდება, რატომ ანადგურებენ პრემიერ მარგარეტ ტეტჩერის ფოტოებს და ვინ დგას ამის უკან. ყველაფერს კი დოქტორ უოტსონის ცოლის, მერი უოტსონის წარსულთან მივყავართ.

ყოფილი პრემიერის ფოტოების განადგურება და მის გარშემო განვითარებული ბუნდოვანი მოვლენები, ექვსი წლის წინ, თბილისში მომხდარ ამბებს უკავშირდება.

შერლოკ ჰოლმსის როლს ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს, ჯონ უოტსონი კი მარტინ ფრიმენია.

 

იხილეთ ინგლისურენოვანია ვერსია: Tbilisi featured in Sherlock’s new season

myquiz