400 წლის წინ დაკარგული კარავაჯოს ტილო სხვენში იპოვეს
400 წლის წინ დაკარგული, მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს მიერ შესრულებული ტილო, საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მდებარე ერთ-ერთი სახლის სხვენში აღმოაჩინეს.
უნიკალური ნახატი ორი წლის წინ სახლის მფლობელმა შემთხვევით აღმოაჩინა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი ღირებულება 120 მილიონი ევროა.
კარავაჯოს შედევრს საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყნიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვერ გაიტანენ.